დასვენებისა და თავგადასავლებით სავსე ზაფხულის შემდეგ, ჩვენი პატარები უკვე ახალი სასწავლო წლის ზღურბლზე დგანან. სექტემბრის დასაწყისიდან მშობლებისთვის აქტიური სასკოლო მზადება იწყება. ჩანთების, რვეულების, ფანქრების და ახალი ტანსაცმლის არჩევასთან ერთად, თითოეული მშობელისთვის მთავარი პრიორიტეტი ბავშვების ფიზიკური და გონებრივი მომზადებაა.
ახალი სასწავლო წელი საინტერესო გამოწვევების დასაწყისია, ამიტომ მნიშვნელოვანია ენერგიის, კონცენტრაციისა და სიმშვიდის შენარჩუნება. სწორად ორგანიზებული ძილი, ჯანსაღი კვება და ძლიერი იმუნიტეტი მტკიცე საფუძველია, რომელიც საშუალებას აძლევს პატარებს თავდაჯერებულად, ენერგიულად და სიხარულით შეხვდნენ ცხოვრების ახალ ეტაპს.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს, მათ შორის ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც ეხმარება ბავშვის სხეულის და ტვინის განვითარებას, ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებას: მაგალითად, D ვიტამინი – იმუნიტეტის მხარდასაჭერად, ან ომეგა 3 – ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუმჯობესების, კოგნიტური, წერისა და კითხვის უნარების განვითარებისთვის, ასევე B ჯგუფის ვიტამინები – ენერგიის შენარჩუნებისთვის. სწორად შერჩეული საკვები დანამატები დამატებით ხელს შეუწყობს თქვენს შვილებს წარმატებით გაართვან თავი სასწავლო თუ სხვა ყოველდღიურ გამოწვევებს.
სწორედ ამიტომ, Back to School-ის კამპანიას საერთაშორისო მულტინაციონალური კომპანია GM PHARMA უერთდება და 10-დან 18 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებლებს ევროპული ხარისხის ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებზე 1+1 აქციას სთავაზობს. დაიწყეთ სასწავლო წელი ჯანსაღი გონებით და ძლიერი იმუნიტეტით GM PHARMA-ს ცნობილ ევროპულ ბრენდებთან ერთად!
მომხმარებლებს საშუალება ექნებათ 1+1 აქციით შეიძინონ ომესამის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები.
ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, კოგნიტური ფუნქციების (დასწავლის, ანალიზის უნარი) დაქვეითება, მშრალი თვალის სინდრომის ტიპური სიმპტომები, ხშირი ავადობა – ყველა ამ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ყველაფერთან ერთად, სასწავლო პროცესსაც მნიშვნელოვნად აფერხებს, ომეგა 3-ს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.
✔️ ომესამი D3 კაფს. 1000 სე №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 1000 სე) – უნიკალური კომბინაცია, ომეგა-3-ისა და D ვიტამინის ბალანსის აღდგენა
✔️ ომესამი D3 კაფს. 2000 სე №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 2000 სე) – უნიკალური კომბინაცია, ომეგა-3-ისა და D ვიტამინის ბალანსის აღდგენა
✔️ ომესამი D3 კაფს. 5000 სე №20 (ომეგა-3 1000 მგ / ვიტამინი D3 5000 სე) – უნიკალური კომბინაცია, ომეგა-3-ისა და D ვიტამინის ბალანსის აღდგენა
✔️ ომესამი ჟელი №50 (ALA 65 მგ / ვიტამინი C 10 მგ / ვიტამინი D3 80 სე / ვიტამინი E 1.2 მგ) – ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა
მოგეხსენებათ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს D ვიტამინს ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის – ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას, იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ, 10-18 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებლებს შეუძლიათ 1+1 აქციით სარგებლობა ე.წ. „მზის ვიტამინზე“ – დეტრივიტზე, რომელიც უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია ბავშვის ყოველდღიური D3 ვიტამინის საჭიროების უზრუნველსაყოფად.
✔️ დეტრივიტი კაფს. 1000 სე №60 (ვიტამინი D3 1000 სე) – D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და შევსება
✔️ დეტრივიტი კაფს. 2000 სე №30 (ვიტამინი D3 2000 სე) – D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და შევსება
✔️ დეტრივიტი ფორტე კაფს. №30 (ვიტამინი D3 5000 სე) – D ვიტამინის დეფიციტის შევსება
✔️ დეტრივიტი დროპსი, ფლაკონი 30 მლ. (ვიტამინი D3, 1 მლ – 400 სე) – გაუმჯობესებული გემოვნური თვისებების მქონე D3 ვიტამინის წვეთები ბავშვებში რაქიტის და ძვლოვანი პათოლოგიების საპრევენციოდ
✔️ დეტრი-დროპსი, ფლაკონი 10 მლ. (ვიტამინი D3, 15000 სე/მლ) – მაღალი კონცენტრაციით D3 ვიტამინის შემცველი წვეთები D ვიტამინის დეფიციტის საპრევენციოდ და სამკურნალოდ, როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ასაკში
✔️ დეტრივიტი ჟელი, ჟელი №50 (ვიტამინი D3 400 სე) – D3 ვიტამინი 3 წლის ასაკიდან მყარი ძვლების, კბილებისა და ძლიერი იმუნიტეტისთვი
1+1 აქციის ფარგლებში GM PHARMA თავის მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვა ევროპულ ბრენდებს, როგორიცაა:
✔️ ჟელი-ვიტი, ჟელი №50 – ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი სპეციალურად ბავშვებისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და მადის დასარეგულირებლად
✔️ ჰილსი ბეიბიკიდსი, ცხვირის სპრეი 20 მლ (ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი და სიმბიოფილმი) – ინოვაციური კომბინაცია გაციებისა და ნებისმიერი ტიპის რინიტის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან
✔️ ისმი-კიდი, ფლაკონი 10 მლ. (Lactobacillus Rhamnosus - 1,8 მლრდ; Streptococcus Oralis - 0,2 მლრდ; ვიტამინი D3 - 2,5 მკგ (100სე); ფოლის მჟავა - 100 მკგ) – პირის ღრუს მიკრობიოტის აღსადგენად
მომხმარებლები აქციით სარგებლობას 10-18 სექტემბერს, PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეძლებენ!
(R)
ავტორ(ებ)ი :