20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი 19.10.2025 22:56

ვერძი

ეს დღე იდეალურია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან რომანტიკული ურთიერთობებისთვის. ნუ დაფარავთ თქვენს გრძნობებს და შეეცადეთ, ყურადღებასა და სიყვარულს გულწრფელად უპასუხოთ.
თუ სახელმწიფო დაწესებულებაში მისვლას გეგმავდით, უმჯობესია ეს საქმე სამომავლოდ გადადოთ - ამ დღეს ბიუროკრატიული სირთულეები ძალიან დიდ დროს წაგართმევთ.
ეს დღე შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას მოგიტანთ.
შეეცადეთ, ამ დღეს კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. განსაკუთრებით ვალებზე და მატერიალურ საკითხებზე დავას მოერიდეთ.
გირჩევთ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, შინაგანი სიმშვიდის აღსადგენად და უძილობის მოსახსნელად ეთერზეთების გამოყენება სცადოთ.

კურო

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი ბოლო სასიყვარულო გატაცება იმედგაცრუებას მოგიტანთ. ამ ნაცნობობაზე სერიოზულ მოლოდინებს ნუ ააგებთ.
დღეს ან ხვალ შეიძლება ძველ მეგობარს შეხვდეთ, რომელიც წლების განმავლობაში არ გინახავთ.
შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის - გამოიყენეთ დრო თქვენი შემოქმედებითი უნარების გასავითარებლად.
ფინანსების გონივრული გამოყენება დაგეხმარებათ, რომ მომავალზე ფიქრისას თავი მშვიდად იგრძნოთ.
ბოლო დროს მომხდარმა ნეგატიურმა მოვლენებმა თქვენს განწყობაზე იმოქმედა. შეეცადეთ, მძიმე ემოციებისგან გათავისუფლდეთ.

ტყუპები

ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა რომ არ გააფუჭოთ, შინაგანი ენერგიის მოთოკვა და საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასება უნდა შეძლოთ.
შესაძლოა, საყვარელი ადამიანისგან დაუმსახურებელი კრიტიკა და საყვედურები მიიღოთ, მაგრამ შეეცადეთ, მისი უსამართლო დამოკიდებულება მშვიდად მიიღოთ - თავის შეცდომას მალე მიხვდება და ბოდიშს მოგიხდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, სანამ ენერგიით სავსე ხართ.
ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ დიდი ხნის ნატვრა აიხდინოთ. ნუ დაიბნევით და მტკიცედ იმოქმედეთ. გირჩევთ საღამო ჯობს მარტოობაში გაატაროთ — ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეს დღე ბევრ კირჩხიბს აიძულებს, რომ გეგმები შეცვალოს. შურიანი და არაკეთილგანწყობილი ადამიანები თქვენი მორალური ძალის და სიცოცხლის სიყვარულის წინაშე სრულიად უძლურები არიან.
დღეს ინტუიციის დახმარებით რთული სამუშაო სიტუაციის იდეალურ გადაჭრას შეძლებთ. დღევანდელ დღეს არ ისესხოთ და არ გაასესხოთ ფული — ორივე მოქმედება ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება.
შინაგანი ბალანსი შეიძლება ცრუ ბრალდებების ან საკუთარი ჯიუტობის გამო დაირღვეს. მოულოდნელად შეიძლება ისეთი ვალდებულებები დაგაწვეთ, რომლებიც ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ.

ლომი

სავარაუდოდ, მალე ცხოვრების სიყვარულს შეხვდებით ან უკვე არსებულ ურთიერთობას გაამყარებთ. გულწრფელი გრძნობების გამოხატვის ნუ შეგეშინდებათ. ეს დრო ხელსაყრელია როგორც ახალი რომანის დასაწყებად, ისე არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად.
დღეს შესაძლოა პრემია ან ძველი პროექტების ანაზღაურება მიიღოთ. ხელსაყრელი დროა უფროსთან ხელფასის გაზრდაზე ან სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე საუბრისთვის.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ნერვულ გადაღლას მოერიდეთ.

ქალწული

თუ მარტოობით დაიღალეთ და პარტნიორს დიდი ხანია უშედეგოდ ეძებთ, ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებიან — ძალიან მალე ახალი ნაცნობობა გელოდებათ!
სავარაუდოდ, საოჯახო საქმეებს დიდ დროს მოანდომებთ, მაგრამ შრომა დაგიფასდებათ. მოსალოდნელია საინტერესო საქმიანი შეთავაზება — მაგრამ მის მიღებამდე სჯობს, გამოცდილი ადამიანების რჩევა მოისმინოთ.
ამ დღის ძირითადი პრობლემები ფინანსურ სფეროს შეეხება — არ არის გამორიცხული ქურდობა ან მატერიალური ზარალი.
თუ დიდი ხანია რაღაც ნივთის შეძენა გსურთ, ნუ გადადებთ, დღესვე მოასწარით.

სასწორი

სასიყვარულო სფეროში მოვლენები სწრაფად განვითარდება — მომდევნო 24 საათში საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. ამ დღეს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს მეტი ყურადღება და ზრუნვა დასჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი შეთანხმებების გაფორმებისთვის, შესაძლოა საკუთარი ბიზნესის იდეებიც გაგიჩნდეთ. დატვირთული სამუშაოს მიუხედავად, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ დაივიწყოთ და ფიზიკურ გადაღლას თავი აარიდეთ.

მორიელი

დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ — ეს მთელი დღით მხნეობას და ენერგიას მოგცემთ.
შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია აწუხებს, თქვენგან მყისიერი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი მოითხოვოს.
სამსახურში უფრო გადამწყვეტად იმოქმედეთ. კოლეგები საქმის დასრულებაში დაგეხმარებიან და სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებენ.
დროა ახალი კავშირების დამყარებაზე ან უფრო საინტერესო სამუშაოზე დაფიქრდეთ. მიზნის მიღწევაში ძველი თანამოაზრეები დაგეხმარებიან, ამიტომ დროულად შეეხმიანეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოსალოდნელია ძველი მეგობრების ან ნათესავების სტუმრობა, რაც სასიამოვნო დროსტარებად იქცევა. სამსახურში ხელმძღვანელობამ შესაძლოა თქვენთვის უჩვეულო დავალება მოიფიქროს, რომლის შესრულებას კრეატიულად უნდა მიუდგეთ.
ახლა რისკზე წასვლა ან ფინანსურ მაქინაციებში ჩაბმა არ ღირს. ნუ მოგერიდებათ, რომ კოლეგებს ან ახლო მეგობრებს რჩევა სთხოვოთ — მათი დახმარება ძალიან გამოგადგებათ.
დააკვირდით საკუთარ ორგანიზმს - თუ აპათიას გრძნობთ და გამუდმებით გეძინებათ, მეტი დასვენება გჭირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს რომანტიკული შეხვედრა გელოდებათ. მისი შედეგი თქვენს ინიციატივაზე იქნება დამოკიდებული.
ეს დღე გამორჩეულად იღბლიანია, რაც თქვენ სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ.
შესაძლებელია მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ეცადეთ ფული ერთდროულად არ დახარჯოთ. უმჯობესია ინვესტიციაზე ან გადაუდებელი შემთხვევებისთვის ფულის გადადებაზე იზრუნოთ.
თუ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება გსურთ, კარგად დაბალანსებული დიეტის და ვარჯიშის დაწყებაზე უნდა იფიქროთ.

მერწყული

ამ დღეს შესაძლებელია წვეულებაზე მოხვდეთ, სადაც საინტერესო ადამიანს გაიცნობთ.
მხოლოდ ინტუიციას ნუ დაეყრდნობით — ახლობლების აზრს მოუსმინეთ და მიზნების მისაღწევად მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინეთ. თუ უსარგებლო ნივთების შეძენის ჩვევას არ მოიშლით, შეიძლება ფინანსური სირთულეები შეგექმნათ.
მოერიდეთ მარტო სეირნობას, მანქანის სწრაფად მართვასა და ექსტრემალურ სპორტს.

თევზები

მარტოხელა თევზებს დღეს შეიძლება წარსულის მოგონებები მოეძალოთ.
უახლოეს დღეებში მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ — ეს პერიოდი შესაფერისია დასასვენებლად და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.
საკუთარი ძალების რწმენა და პასუხისმგებლობა წარმატებას მოგიტანთ. ყურადღება არ მოადუნოთ - ახლა შეცდომის დაშვება თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
თუ შინაგან შფოთს და მოუსვენრობას ვერ ერევით, ჯობია დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ.

ავტორ(ებ)ი :

ასევე დაგაინტერესებთ