ეპარქიულ კომისიაზე არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება-საპატრიარქო 28.10.2025 16:54

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეპარქიულ კომისიაზე მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან "ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი".


"მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია "ვერ და არ გაიმართება" (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე (29.10.2025) არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ