პატრიარქმა არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან და მღვდელმსახურად გაამწესა 29.10.2025 17:56

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გაათავისუფლა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გაამწესა წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შესაბამისი შუამდგომლობით საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ დღეს მიმართა.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი. ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ბრძანებაში.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ