29.10.2025 18:54
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დამატებითი სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ საუბარია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„რიო დე ჟანეიროში სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციიდან გამომდინარე, ქალაქში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, (შეზღუდული გადაადგილება, ფრენების გრაფიკის ცვლილებები, თავშეყრის ადგილებისა და კულტურული ობიექტების დახურვა) ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს, მოუწოდებს სრულად დაიცვან სამართალდამცავი ორგანოების მიერ შტატში დადგენილი რეგულაციები.
საჭიროების შემთხვევაში და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვმართეთ ცხელ ხაზზე: +55 61 3366 1101“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რიო დე ჟანეიროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ოთხი პოლიციელია. ბრაზილიის მთავრობის განცხადებით, დაკავებულია, სულ მცირე, 56 ადამიანი.
ავტორ(ებ)ი :