04.11.2025 13:46
          
          საქართველოში იტალიის საელჩოს წარდგინებით, ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ალიბეგაშვილს ჯილდო იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ იტალიური საოპერო ხელოვნების საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის მიანიჭა.
როგორც კულტურის სამინისტრო წერს, ორდენი იანო ალიბეგაშვილს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ'ანტუონომ გადასცა.
„კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იანო ალიბეგაშვილი კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ღირსების ორდენით დააჯილდოვა", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :