06.11.2025 23:43
ვერძი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ, ღრუბლებში დაფრინავთ და შესაძლოა, გარშემომყოფთა ყურადღების ობიექტიც გახდეთ.
ნათესავებთან ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს, მაგრამ თუ მათ სიტყვებს ყურადღებას არ მიაქცევთ, კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია.
სამსახურში გარკვეულ სირთულეებს გადააწყდებით. უმჯობესია, ყველა პრობლემა ახლა მოაგვაროთ და სამომავლოდ არ გადადოთ.
შესაძლოა შემოგთავაზონ საქმე, რომელიც დამატებით შემოსავალს მოიტანს, მაგრამ საოჯახო ვალდებულებებს ნუ უგულებელყოფთ. მოსალოდნელია შემოქმედებითი ენთუზიაზმი და ახალი ნაცნობობა.
კურო
ეს დღე ურთიერთობებში სიახლეს არ მოიტანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაგეგმილი შეხვედრა წარუმატებელი იქნება. მთავარია, ამ დღეს რემონტი ან სახლის ძირფესვიანი დასუფთავება არ დაიწყოთ — ყველაფერი ხელიდან გაგივარდებათ და სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.
თუ უფროსთან მნიშვნელოვან საუბარს გეგმავდით, კვირის ბოლოსთვის არ გადადოთ.
ხელსაყრელი დროა ფინანსური გარიგებებისა და უძრავი ქონების შესაძენად. მცირე დროში ბევრი ახალი და სასარგებლო ინფორმაციის მიღებას შეძლებთ.
წარმატებული პერიოდია ფიზიკური აქტივობებისა და იმიჯის შესაცვლელად.
ტყუპები
ახალი ნაცნობობა სოციალურ ქსელებში შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზარდოს. შუადღის შემდეგ მოსალოდნელია ახლობელი ადამიანების სტუმრობა.
სამსახურის საქმეები სამომავლოდ გადადეთ — ახლა მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ და შესაძლოა მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეთ.
თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული შესყიდვებისა და ფინანსური ინვესტიციებისგან, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ.
მოერიდეთ ფიზიკურ დაძაბვასა და სტრესულ სიტუაციებს. იოგა, მედიტაცია და ღრმა სუნთქვა სტრესის შემცირებასა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს შეიძლება პრობლემა იქ გაჩნდეს, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით. გირჩევთ, ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში დისტანცია დაიცვათ და დაუფიქრებლად არავის ენდოთ.
ნათესავებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, მაგრამ არც საკუთარი ინტერესები დააზიანოთ. ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ ყველა სირთულეს გაუმკლავდეთ.
ახალი პროექტები თამამად დაიწყეთ — ვარსკვლავების განლაგება წარმატებას გპირდებათ! ენერგეტიკულად ძლიერი დღეა, ამიტომ ნებისმიერ საქმეში ყურადღებით უნდა იმოქმედოთ
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
აქტიური დასვენება კარგია, თუმცა არც უსაფრთხოება დაივიწყოთ — მოერიდეთ ექსტრემალურ სპორტს.
ლომი
თუ პარტნიორთან თქვენი ურთიერთობა გაცივდა, დროებითი პაუზა აიღეთ და ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება სცადეთ.
სამსახურში ინიციატივის გამოჩენა სასურველ შედეგს მოგიტანთ.
თავი შეიკავეთ მწვავე თემებზე საუბრისგან, რათა კამათი და უთანხმოება თავიდან აიცილოთ. დროა, გარემო შეიცვალოთ და ახალ ადამიანებთან იურთიერთოთ.
საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება შვებულების აღება ან სამსახურებრივი მივლინება.
ეცადეთ ფინანსურ და კარიერულ საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახლა წარმატების გასაღები გუნდური მუშაობაა.
ქალწული
გამძლეობით, რომელიც ინტუიციასა და გარემო პირობების შეფასებაზეა დაფუძნებული, ყველა ბარიერს დაძლევთ. ეს ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ოჯახური ურთიერთობები და საყოფაცხოვრებო საქმეები დამქანცველ რუტინად არ გადაიქცეს.
პლანეტების არახელსაყრელი განლაგება მარტივ ამოცანებთან გამკლავებაში ხელს შეგიშლით.
უახლოეს ხანებში სამსახურში შემოწმება გელით, ამიტომ უმჯობესია თავი წინასწარ დაიზღვიოთ, საჭიროების შემთხვევაში კი რამდენიმე დღით ბიულეტენზე გახვიდეთ.
თუ საკუთარ სურვილებს გამუდმებით უგულებელყოფთ, მომავალში სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გელით.
სასწორი
თუ ბოლო დროს უფროსი ნათესავები ზედმეტად კრიტიკულები გახდნენ, ეცადეთ უხეშობით არ უპასუხოთ და კონფლიქტს თავიდან აიცილებთ.
მალე აქტიურობის პერიოდი შეიძლება დაღლილობამ და აპათიამ შეცვალოს.
მეწარმე სასწორებმა სარისკო ინვესტიციებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან შეიძლება ფული დაკარგონ.
მეტი დრო დაჰყავით სუფთა ჰაერზე, ბუნებასთან ურთიერთობა ახლა განსაკუთრებით აუცილებელია.
საღამო სახლის გარეთ გაატარეთ, განსაკუთრებით თუ ჯერ კიდევ მარტო ხართ — შეიძლება ცხოვრების მომავალი მეგზური გაიცნოთ.
მორიელი
თუ უკვე ხანგრძლივ ურთიერთობაში ხართ, ვარსკვლავები სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებენ — შეიძლება მალე თქვენი სტატუსი შეიცვალოს! მოემზადეთ სერიოზული საუბრისთვის მომავალზე და დაიმახსოვრეთ, რომ ერთად ყველაფერს შეძლებთ.
სამუშაო დღე წინასწარ დაგეგმეთ, რათა მოვალეობებს თავი მარტივად გაართვათ. სავარაუდოდ, ხელმძღვანელი მნიშვნელოვან დავალებას მოგცემთ და ეცადეთ იმედი არ გაუცრუოთ.
წარმატებული მგზავრობა სარგებელს მოგიტანთ, თუმცა თქვენი ძირითადი ძალისხმევა ახლა ახლობელი ადამიანებისკენ მიმართული უნდა იყოს.
კვებითი ჩვევების შეცვლა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ და თავს უკეთ იგრძნობთ.
მშვილდოსანი
რომანტიკული შეხვედრები რამდენიმე დღით გადადეთ — მარსისა და სატურნის ტრინი ახლა სიყვარულისთვის არ განაწყობს. ყურადღება პროფესიულ საქმიანობაზე გადაიტანეთ.
ვარსკვლავები ჯანმრთელობის რისკების შესახებ გაფრთხილებენ — მოერიდეთ ფიზიკურ გადაძაბვას და სახიფათო საქმიანობას, ახლა დასვენება გჭირდებათ.
დაბრკოლებების მიუხედავად, თქვენი მიზანდასახულობა და მტკიცე ხასიათი სასურველ შედეგს მოგიტანთ. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. იყავით თამამი და საკუთარი პოზიცია დაიცავით.
მეწარმეები ხელშეკრულების დადებას უნდა მოერიდონ — იუპიტერი სატურნის ნეგატიური ენერგიით თითქმის დაბლოკილია, რაც ბიზნესსაქმიანობას ართულებს. ნუ დაკარგავთ დროს ილუზიებზე — ჯობს ენერგია რეალურ საქმეს მოახმაროთ.
თხის რქა
შესაძლოა ადამიანმა, რომელსაც კარგად არ იცნობთ, გულწრფელ საუბარზე გამოგიწვიოთ. ფრთხილად იყავით, სავარაუდოდ, თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს.
პლანეტების განლაგება პანიკისა და აგრესიული ემოციების საფრთხეს ქმნის. სულიერი სიმტკიცე და თვითკონტროლი დაგჭირდებათ, რომ შეცდომა არ დაუშვათ. კარგი იქნება თუ პროფესიონალების და სანდო ადამიანების აზრს მოისმენთ და გაითვალისწინებთ.
მოსალოდნელია სესხებზე საპროცენტო ცვლილებები, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. ეცადეთ დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ.
ფიზიკური აქტივობა ნუ დაგეზარებათ, გახსოვდეთ, რომ მოძრაობა სიცოცხლეა.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას. მარტოხელა მერწყულისთვის კარგად შერჩეული იმიჯი მთავარი იარაღი გახდება!
სახლში და პირად ცხოვრებაში მცირე გაუგებრობებია მოსალოდნელი, თუმცა მარტივად მოაგვარებთ. თუ ცნობისმოყვარე და დაკვირვებული იქნებით, ამ დღეს შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი რამ გაიგოთ.
ფინანსურ მდგომარეობაში მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები, თუმცა მოულოდნელი ხარჯები ან დაგროვილი ვალები შემოსავალს მთლიანად შთანთქავს.
დღეს შეგიძლიათ თქვენი პიროვნული ხიბლი და ნიჭი გამოავლინოთ. გააზრებული მოქმედებები დიდი ალბათობით, წარმატებას მოგიტანთ.
ოჯახის წევრებთან მნიშვნელოვანი საუბარი უმჯობესია მომავალი თვის პირველ დღეებში გადაიტანოთ.
თევზები
დილით მოსალოდნელი თავის ტკივილი დიდხანს არ გაგრძელდება — ცხელი ჩაი ლიმონით მდგომარეობას სწრაფად შეგიმსუბუქებთ.
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში წარმატება გელით — ყველაფერი თქვენი გეგმისა და სურვილების მიხედვით განვითარდება.
პარტნიორის დატვირთული გრაფიკი და ყურადღების ნაკლებობა თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, რასაც შეიძლება დიდი კონფლიქტი მოჰყვეს.
ეცადეთ, ილუზიებისგან გათავისუფლდეთ და რეალური გეგმები დაისახოთ. გირჩევთ უცხო ენის შესწავლა დაიწყოთ და სემინარებსა და პროფესიულ ღონისძიებებში ჩაერთოთ.
ავტორ(ებ)ი :