11.11.2025 23:37
გადაწყვეტილება მიღებულია - "ქართული ხორბლის კულტურა" UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევა. წარდგინება საბოლოო სტატუსის მოლოდინშია.
"ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" - ამ სახელწოდებით, წარდგენილი ახალი ნომინაციის ტექნიკური და შინაარსობრივი შეფასების ეტაპი, წარმატებით დასრულდა. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, უკვე განსაზღვრული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
UNESCO-ს სიაში მოხვედრამდე, ნომინაციის დოსიეს მომზადებაში სხვადასხვა უწყება ერთობლივად მუშაობდა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი.
საბოლოო განხილვა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე შედგება, რომელიც 8-13 დეკემბერს, ინდოეთში, ქალაქ დელიში გაიმართება.
ავტორ(ებ)ი :