,,მამა ილია თოლორაია დაძახებული იყო მამა-შვილური საუბრისთვის''- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 12.11.2025 21:59

 

საპატრიარქოს ეპარქიული კომისია კათოლიკოს-პატრიარქს არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია) მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით მიმართავს, ვიდრე ის გულწრფელ სინანულს არ გამოავლენს. კომისიის დასკვნას საპატრიარქო აქვეყნებს.

დასკვნაში წერია, რომ 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაბარებული იყო მიტროპოლიტ შიოსთან და მიტროპოლიტ თეოდორესთან, სადაც მას მიუთითეს მის მიერ ცილისმწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზედაც, სინანულის გამოხატვის ნაცვლად, არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება. საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ კი არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა.

"ბოლო პერიოდში არ წყდება მამა დოროთეს და მისი თანამოაზრეების მხრიდან საპატრიარქოს დისკრედიტაციის მცდელობა. მამა ილია თოლორაია დაძახებული იყო მამაშვილური საუბრისთვის, რომ იქნებ მას შეგონება მოესმინა და გაეთვალისწინებინა ის გადაცდომები, რაც მის გამონათქვამებში იყო, თუმცა, როგორც კომისიაზე გამოჩნდა მისი დამოკიდებულება, სინანულს არ აპირებდა. მას შემდეგ, რაც მამა ილია გავიდა საპატრიარქოს ჭიშკრიდან, იქვე გააკეთა უარესი განცხადებები," - განაცხადა დეკანოზმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ