14.11.2025 15:26
საქართველოში 15-17 ნოემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსებით პროგნოზით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 15-16 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 15-16 ნოემბერს ზოგან მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17 ნოემბერს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ავტორ(ებ)ი :