26.11.2025 22:05
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ამა წლის 26 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შემადგენლობით იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს შეხვდა.
დელეგაციის წევრებმა მის უნეტარესობას აღსაყდრების 20 წლისთავთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გადასცეს.
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკი. შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოსა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის ურთიერთობებზე, მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იერუსალიმის საპატრიარქოს როლზე ეკლესიის ერთიანობის საქმეში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :