03.12.2025 16:45
აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტთან, შიოსთან (მუჯირი), მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განიხილებოდა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიასა და კულტურაში.
„ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), სხვა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, საპატრიარქოში შეხვდა. მათ განიხილეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ საქართველოს ისტორიული ეკლესიებისა და არტეფაქტების შენარჩუნებაში ქვეყნის მასშტაბით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :