07.12.2025 13:12
ფერის ინსტიტუტმა Pantone 2026 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ეს თეთრის ელფერი 11-4201 გახდა, სახელწოდებით Cloud Dancer (ღრუბლების მოცეკვავე).
ინსტიტუტში ფერს აღწერენ როგორც რბილ, დაბალანსებულ თეთრს, რომელიც უდარდელობის შეგრძნებას აჩენს.
ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიტრის აიზემემ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური ბუმის დროში ღრუბლების მოცეკვავე ბობოქარ საზოგადოებაში დამამშვიდებელი გავლენის სიმბოლოა, რომელიც ადამიანებს მშვიდი ფიქრების ღირებულებებისკენ დაბრუნებისკენ უბიძგებს.
Pantone-ი წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს, ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება: ანალიტიკოსები აკვირდებიან მოდის ჩვენებებს, გამოფენებს ახალ ფილმებს. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაფუძნებით ირჩევენ მთავარ ფერს.
ინსტიტუტში განმარტავენ, რომ წლის მთავარი ფერი ეს „ფერადი ფოტოა იმისა, რასაც გლობალურ კულტურაში ვხედავთ და საერთო განწყობას გადმოსცემს". მათივე თქმით, ეს პროცესი არის მცდელობა გადათარგმნონ ფერის ენაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება.
ავტორ(ებ)ი :