08.12.2025 12:02
ფოთში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი რუხაძის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გვიან ღამით გაჩნდა.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გახდა.
ავტორ(ებ)ი :