უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი, ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები-ირაკლი კობახიძე 10.12.2025 17:25

უფასო განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში არის მთლიანად სოციალური საკითხი, ამას განათლების მიზნებთან იმდენად კავშირი არ აქვს, რამდენადაც იმასთან, რომ ეს არის სოციალური მხარდაჭერა, რომელსაც მიიღებენ სტუდენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უფასო უმაღლეს განათლებაზე გადასვლის მთავარი მიზანი სოციალურია.

„ერთ-ერთი აწეული საკითხი იყო, რომ სტუდენტები ვერ ახერხებდნენ გადასახადის გადახდას და სტატუსშეჩერებულები არიან და ა.შ. არცერთი სტატუსშეჩერებული სტუდენტი აღარ გვეყოლება არასდროს. მთავარი თემა არის სოციალური. ჩვენ სტუდენტებს ვუხდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახადს იმისთვის, რომ მათი სოციალური მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ეს არის მთავარი მიზანი. რაც შეეხება მეორე მხარეს, ხარისხის ამაღლებას, ხარისხის ამაღლებას ემსახურება მთლიანად ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ. ჩვენ გვინდა, რომ განათლება იყოს უფასოც და ხარისხიანიც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ