12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი 11.12.2025 23:37

ვერძი

ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრას გპირდებიან, რომელიც თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. გირჩევთ, საკუთარ იმიჯზე იმუშაოთ და გარდერობი განაახლოთ. თქვენმა მცდელობამ, გამორჩეული იყოთ, შეიძლება თქვენს ზურგს ჭორები და მითქმა-მოთქმა გამოიწვიოს. ეცადეთ ამ ვითარებაში მოთმინება გამოიჩინოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

თუ დამატებითი შემოსავლის წყაროებს ეძებთ ან ახალ საქმიანობაზე გადასვლას ცდილობთ, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან.

ხელსაყრელი დროა ახალი შესაძლებლობების მოსაძიებლად! ამ დღეს მოწყენილობა არ შეიძლება, რადგან ნეგატიურმა განწყობამ შეიძლება განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

კურო

გრძნობამ, რომელსაც განიცდით, შეიძლება რეალობასთან კავშირი დაგაკარგვინოთ და ეს საშიშია. დარწმუნდით, რომ გონების ხმით ხელმძღვანელობთ და არა გულის კარნახით.

გუნდური მუშაობა დღეს თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს - ყველა ცდილობს საბანი თავისკენ გადაქაჩოს, ამიტომ საერთო მიზანზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ. ამ ქაოსის დასაძლევად, ნამდვილი ლიდერის თვისებების გამოჩენა მოგიწევთ!

გირჩევთ ამ დღეს მსხვილ სავაჭრო ცენტრებს მოერიდოთ და ფხიზლად იყავით საზოგადოებრივ ტრანსპორტში — გამორიცხული არ არის, რომ ფული მოგპარონ.

შესაძლოა, დილის საათებში მსუბუქი თავის ტკივილი იგრძნოთ, რომელიც შუადღემდე გაგივლით - მედიკამენტების მიღებისგან თავი შეიკავეთ.

ტყუპები

ამ დღეს საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება მოგიწევთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება მოვალეობების წარმატებით შესრულებაში დაგეხმარებათ. ამოცანები, რომლებიც ადრე რთულად და რუტინულად გეჩვენებოდათ, ახლა მარტივად დასალევი გახდება.

კოლეგები თქვენს დახმარებასა და გონივრულ რჩევებს დააფასებენ. თქვენ შეგიძლიათ უმოქმედო და უინტერესო ადამიანებსაც კი საქმის კეთების მოტივაცია მისცეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, ბედნიერება ფულში არ ეძებოთ, განსაკუთრებით - თუ ის არც ისე ბევრი გაქვთ. მოერიდეთ გადაღლას, ხშირ სტრესს და ნერვების დაძაბვას, რათა თავის ტკივილი აიცილოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წინსვლას გპირდებიან და გირჩევენ, რომ თუ წარმატების მიღწევა გსურთ, დრო არ დაკარგოთ.

შესაფერისი დროა ინიციატივის გამოსავლენად, მაგრამ სხვების შეთავაზებაზეც უარს ნუ იტყვით. ადამიანები, რომლებთანაც ადრე ხშირი კონფლიქტები გქონდათ, თქვენთან დაახლოებას ეცდებიან.

თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო საქმისადმი და კოლეგებისადმი პატიოსანი დამოკიდებულებაა. მოტყუების ნებისმიერი მცდელობა ხელმძღვანელობის მხრიდან ძალიან უარყოფითად შეფასდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება არ მოადუნოთ საქმიანი ქაღალდების გაფორმებისას! განსაკუთრებით, თუ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების ხელმოწერა და გარიგებების დადება გელით.

მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ!

ლომი

თუ პარტნიორს უგრძნობლობაში ადანაშაულებთ, ცდებით. ის, რომ ადამიანი ყოველ ნაბიჯზე გრძნობების დემონსტრირებას არ ახდენს, არ ნიშნავს, რომ გრძნობა არ აქვს.

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს მეორე ნახევრის აზრის მოსმენა და გათვალისწინება მოუწევთ.

ხელფასის მომატებას ელოდეთ და იმისთვისაც მოემზადეთ, რომ თქვენი მოვალეობებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

პლანეტების განლაგება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ არ განგაწყობთ. ალბათ, უმჯობესია ზედმეტად ენერგიული მოქმედებებისგან თავი შეიკავოთ!

ურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ მენიუს, რადგან მაღალკალორიულმა საკვებმა შეიძლება კუჭზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

ქალწული

თუ ოჯახის შექმნა ჯერ არ გამოგდით, გირჩევთ, სახლის გარეთ დასვენებისთვის მეტი დრო გამოყოთ - მალე შეხვდებით ადამიანს, ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებთ.

მოულოდნელად საკუთარ თავს და შესაძლებლობებს ახალი მხრიდან აღმოაჩენთ. პროფესიული უნარები მიმდინარე პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ფინანსური თვალსაზრისით, ქალწულებისთვის ეს პერიოდი წარმატებული იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფულის ფლანგვა შეგიძლიათ!

ნერვებს გაუფრთხილდით. ემოციური დისბალანსი და სულიერი არასტაბილურობა შეიძლება ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. გირჩევთ საღამოს ახლო ნათესავების ოჯახური შეკრება მოაწყოთ. მათთან გულახდილი საუბარი ახალი იდეებისკენ გიბიძგებთ.

სასწორი

წარსულის მოგონებები მოსვენებას არ გაძლევთ. გირჩევთ, ნოსტალგიისგან თავის დასაღწევად, თანამედროვე მუსიკას მოუსმინოთ. თუ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი მოხდა, ეცადეთ სიტუაცია არ გაამწვავოთ და შეეცადეთ, მისი თვალსაზრისი გაითვალისწინოთ.

მოსალოდნელია სამსახურებრივი შემოწმებები — შესაძლოა, უფროსობას მოუნდეს, რომ უფრო ყურადღებით დაგაკვირდეთ. თუ ასეთ გამოცდას ღირსეულად გაუძლებთ, შეგიძლიათ პრემიის იმედი გქონდეთ.

არასასურველი დროა შესყიდვებისა და კრედიტებისთვის.

ბოლოს და ბოლოს, დროა, სპორტით დაკავდეთ, ოღონდ ზომიერი დატვირთვით უნდა დაიწყოთ.

მორიელი

ვარსკვლავები კონფლიქტის ალბათობაზე მიუთითებენ, თუმცა, თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ჩხუბის ალბათობა მინიმუმამდე შემცირდება. შეეცადეთ, მეორე ნახევართან ურთიერთობა მოაწესრიგოთ.

დადგა დრო დასახული გეგმების განსახორციელებლად — ჰოროსკოპი წარმატებას და სტაბილურობას გპირდებათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მომავალი გამარჯვებების საწინდარია საფუძვლიანი ანალიზი და დაგეგმვაა.

რჩევა მეწარმეებისთვის - შემოწმებებისთვის მოემზადეთ და საქმიანი ქაღალდები დროულად მოაწესრიგეთ. ვარსკვლავები დიეტის დაწყებას გირჩევენ, განსაკუთრებით თუ სიმსუქნისკენ მიდრეკილი ხართ.

მშვილდოსანი

გარშემო მყოფებისგან ძალიან ბევრს ელით. შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, რომელიც თქვენგან ნებისყოფას და შინაგან ძალას მოითხოვს. სირთულეების გადალახვა გაგაძლიერებთ და უფრო დაგაბრძენებთ.

ფინანსურ საკითხებს, რომლებიც საერთო რესურსებს, კრედიტებს ან ინვესტიციებს უკავშირდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ინტუიცია რთულ სიტუაციაში სწორ გზას გასწავლით. შესაძლებელია მოულოდნელი მხარდაჭერა პარტნიორის მხრიდან.

ახლობლებთან რთული თემების განხილვის ნუ შეგეშინდებათ — გულწრფელობა სწორედ ის გასაღებია, რომელიც ურთიერთობას გაამყარებს და ახალ დონეზე აიყვანს.

სავარაუდოდ, მაცდურ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ - შედეგი შეიძლება საკმაოდ საეჭვო იყოს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. შერიგებას ადვილად შეძლებთ, უბრალოდ სწორი სიტყვები უნდა იპოვოთ!

სამსახურში თუ პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. თქვენი ჩვეული სამუშაო რიტმი შესაძლოა მოულოდნელი მივლინებით ან გეგმური შემოწმებით დაირღვეს. ამ დღეს თხის რქებს წარმატება ფეხდაფეხ დაჰყვება.

ახლა ძალების აღდგენისთვის მშვიდი დასვენება და სრულყოფილი ძილი გჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ სახლში დროულად დაბრუნდეთ და ადრე დაიძინოთ.

მერწყული

სადღაც თქვენ გვერდით დადის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს! ეს ფაქტი არ უგულებელყოთ, განსაკუთრებით - თუ მეორე ნახევარს აქტიურად ეძებთ.

ეცადეთ, თქვენი დიპლომატიური უნარები განავითაროთ. სამსახურის გამო სხვადასხვა ადამიანთან მოლაპარაკებების წარმოება ხშირად გიწევთ. თავი შეიკავეთ მსხვილი შესყიდვების განხორციელების ან კრედიტების აღებისგან, რადგან ფინანსურ სფეროში შეცდომების ალბათობა დიდია.

ამ დღეს თვითმკურნალობა კატეგორიულად აკრძალულია - თუ დაავადების სიმპტომებს იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.

თევზები

თქვენს ჰოროსკოპში ვენერა აქტიურდება. ეს პლანეტა თქვენგან განზრახვების სერიოზულობას და მიმდინარე მოვლენების საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს.

ოჯახში სიტუაცია შესაძლოა უსაფუძვლოდ გამწვავდეს. თუნდაც ბოლო სიტყვა ყოველთვის თქვენზე იყოს, ეცადეთ კამათში არ ჩაერთოთ და ამაღლებული ტონით არ ისაუბროთ.

საქმიანი შეხვედრები და მუშაობა უმჯობესია სამომავლოდ გადადოთ. ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, სასურველ შედეგს მით უფრო მალე მიაღწევთ.

 

მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ახლა ხმაურიანი ქალაქისგან მოშორებით, ბუნებასთან მეტი ურთიერთობა გჭირდებათ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ