გორსა და წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება 13.12.2025 16:11

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს.

გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი სტადიონის აშენება; წყალტუბოში, კი, არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, აშენდება უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, რომელიც 5 000-6 000 მაყურებელს დაიტევს.

 

ორივე სტადიონზე მოეწყობა გასახდელები, საშხაპეები, მედიაცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, უსაფრთხოებისა და აუდიო-ვიზუალური სისტემები.

ასევე, გათვალისწინებული იქნება მსაჯების, სამედიცინო, ფიზიოთერაპიის ოთახები და დოპინგ-კონტროლის სივრცე.

გარდა ამისა, სტადიონების ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომები და კომერციული სივრცეები.

გორსა და წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების აშენება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტული პროგრამების განვითარებას და სხვადასხვა, მაღალი დონის სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვას.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ