ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება 14.12.2025 20:22

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრის შედეგად ახალი თავმჯდომარე დღეს ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.

ხმის მიცემის პროცესი 19:00 საათზე დაიხურა.

კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო - ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.

ამასთან, დღევანდელ კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ