15.12.2025 15:40
საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც ყაველაშვილი წერს, თანაგრძნობას გამოხატავს მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.
„ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ავტორ(ებ)ი :