არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა 15.12.2025 19:59

 

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის "არაერთგზისი დარღვევისათვის" შეუჩერდა.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება", - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ