პირველი იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება -მაია ბითაძე 17.12.2025 17:24

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, ძაღლის მეპატრონეები ვალდებულნი იქნებიან, საკუთარი ძაღლები აუცილებლად ალიკაპის გამოყენებით გაისეირნონ.

„ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ დადგენილია ალტერნატიული პირობები. კერძოდ, მეპატრონეს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია, ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაცია ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე საქართველოში წლებია, მოქმედებს.

ბითაძის განმარტებით, ამ წესის დარღვევისათვის სანქციის სახით გათვალისწინებული იყო ჯარიმა 20 ლარის ოდენობით, 2023 წელს განხორციელებული ცვლილებებით კი ჯარიმა გაიზარდა 150 ლარამდე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღნიშნული ჯარიმა უცვლელი რჩება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ