2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან 19.12.2025 15:28

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. ახალი წლიდან ძალაში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" ის ნორმა შედის, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ