19.12.2025 23:12
ვერძი
თუ გეჩვენებათ, რომ პარტნიორი რაღაცას გიმალავთ, გამუდმებით ეჭვიანობს, სჯობს, პირდაპირ ჰკითხოთ. იფრთხილეთ საყოფაცხოვრებო საქმეებში - უყურადღებობის გამო შეიძლება მცირე ტრავმა მიიღოთ.
კურო
ნუ გადადებთ ხვალამდე იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ტყუპები
ერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს და ეცადეთ, ერთად ყოფნისთვის დრო გამონახოთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ.
კირჩხიბი
სირთულეების მიუხედავად, საქმეს სწრაფად გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში შეიძლება მეგობრების გამო პარტნიორთან იკამათოთ.
ლომი
პრობლემებს ვერ გაექცევით, ამიტომ უნდა იბრძოლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.
ქალწული
საკუთარი ჭკუისა და უნარებს გამოვლენის არ მოგერიდოთ - დამსაქმებლები ამას დააფასებენ. ყურადღება არ მიაქციოთ შურიან კოლეგებს. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს არ ეთანხმებიან.
სასწორი
გირჩევთ საყვარელ ადამიანებს დაურეკოთ და გულწრფელად ესაუბროთ. ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და მოვლენები თვითდინებაზე მიუშვათ.
მორიელი
გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. მარტოხელა მორიელებს რომანტიკული პაემანი გელით.
მშვილდოსანი
თუ საჩქარო საქმე არ გაქვთ, შეგიძლიათ სამუშაო რეჟიმი ოდნავ შეანელოთ. ესაუბრეთ კოლეგებს, დალიეთ ჩაი ან ყავა და ქალაქის ახალი ჭორები მოისმინეთ. მშვენიერი დღეა საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.
თხის რქა
თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, ხელსაყრელი დროა, მენეჯმენტს დაელაპარაკოთ. საღამოს შეიძლება, ძველ ნაცნობებს შეხვდით, რომლებთანაც ბევრი განსახილველი თემა დაგიგროვდათ.
მერწყული
პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულე გელით, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. საღამოს შესაძლოა, მოულოდნელად საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგიწიოთ.
თევზები
მშვენიერი დღეა მოკავშირეებთან ერთად საერთო გეგმების განხორციელება დაიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების აზრიც გაითვალისწინოთ. მშვენიერი დღეა შოპინგისთვის.
ავტორ(ებ)ი :