ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი კონცერტი ჩაშალეს, მომღერალი ლაშა ღლონტი სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს 20.12.2025 23:50

 

დეზინფორმაცია, რომელიც "ფეისბუკზე" რამდენიმე მოქალაქემ გაავრცელა - მომღერალი ლაშა ღლონტი, ინფორმაციას - თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი კონცერტი ჩაშალეს, სიცრუეს უწოდებს. მომღერალი აცხადებს, რომ მას შტატებში ორი კვირის წინ ორი კონცერტი ჰქონდა და ორივე საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჩატარებული კონცერტის კადრები კი, ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება.

"ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 20 დღის წინ, ჩატარდა 2 კონცერტი. ერთი შედარებით დიდ დარბაზში, სადაც 120-150 ადამიანი ეტეოდა, სავსე დარბაზით, სრული ანშლაგით. მეორე, მომცრო დარბაზში, ეს კონცერტი დაგეგმილი არ იყო, სახელდახელოდ გაიმართა, იქაც სავსე დარბაზში ჩატარდა კონცერტი. სამწუხაროდ, 2 კვირის შემდეგ, თბილისში გავრცელდა დეზინფორმაცია რომ ვიღაცებმა კონცერტი ჩაშალეს, რაც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა. საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, არ ვიცი ვინ და არ ვიცი რატომ,"- აცხადებს მომღერალი ლაშა ღლონტი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ