21.12.2025 22:51
ვერძი
ამ დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. მარტოხელა ვერძებს ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდებათ, რაც შეეხებათ დაოჯახებულებს, რემონტთან ან საცხოვრებლის შეცვლასთან დაკავშირებული ფუსფუსი ელით.
სამსახურში შესაძლოა კოლეგებთან ან უფროსთან ურთიერთობაში გაუგებრობა წარმოიშვას. კრიტიკაზე ნუ გაღიზიანდებით. ბიზნესმენებს გირჩევთ, სარისკო გარიგებისგან თავი შეიკავოთ და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას თვალი ადევნოთ, რადგან თქვენი კლიენტების რაოდენობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმებთან ვიზიტი არ გიყვართ, შესაძლოა სხვა გზა არ დაგრჩეთ. ნუ ნერვიულობთ - ვარსკვლავები საგანგაშოს არაფერს გიქადიან.
კურო
ასტროლოგები მარტოხელა კუროებს ურჩევენ, ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედონ და ხელიდან არ გაუშვან შანსი, რომელიც მათ სასიყვარულო თავგადასავალს ჰპირდება.
ახლობლებთან ურთიერთობისას ეცადეთ საკუთარი აზრი თავზე არავის მოახვიოთ და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოთ.
დღეს უჩვეულოდ გონებაგაფანტული იქნებით, ამიტომ სამუშაო დროის მკაცრად კონტროლს ნუ ეცდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით საქმე დაივიწყოთ და დაისვენოთ.
ფინანსური თვალსაზრისით პერსპექტიული დღეა. ნუ იტყვით უარს ახლობლების დახმარებაზე.
ტყუპები
თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, დაფიქრდით, რა გიშლით ხელს მეორე ნახევრის პოვნაში - შესაძლოა, საპირისპირო სქესის ადამიანებს თქვენი იმიჯით ან ჩვევებით აფრთხობთ. ოჯახში სასიამოვნო ატმოსფეროა, თუმცა მცირე უთანხმოებებისთვის მზად უნდა იყოთ.
პროფესიულ სფეროში მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან დანაკარგების ალბათობა არსებობს. ეცადეთ კოლეგებთან გაუგებრობა მშვიდობიანად მოაგვაროთ.
ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია სირთულეები, რაც ცოტა აგანერვიულებთ, თუმცა ეს ხანმოკლე სირთულეებია. იდეალური დროა საკუთარ თავზე, სხეულსა და სულზე მუშაობისთვის.
კირჩხიბი
საყვარელი ადამიანი მზადაა მხარში დაგიდგეთ, თქვენგან კი საპასუხო სითბოს ელის. შესაძლოა ნათესავებს რთულ სიტუაციაში თქვენი დახმარება დასჭირდეთ, ამისთვის მზად უნდა იყოთ. სამსახურში დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებით, რაც ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩება და სოლიდურ პრემიასაც უნდა ელოდოთ.
კარგი დროა ვაჭრობისა და კომერციული გარიგებებისთვის. ამ დღეს ნებისმიერი შენაძენი გამართლებული იქნება.
ზოგიერთ კირჩხიბს შესაძლოა კბილებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას - სტომატოლოგთან ვიზიტს ნუღარ გადადებთ.
ლომი
თქვენ გარშემო ვნებები დუღს. შესაძლოა, ძველი ნაცნობი სიყვარულში გამოგიტყდეთ. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მწვერვალზეა, ორიგინალური იდეები კი, ძირითადად, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას ეხება.
ისწავლეთ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და არაფრისმომცემ მიზნებზე უარი თქვით. ნუ ეცდებით კარიერის, პირადი ცხოვრებისა და ნათესავებთან ურთიერთობის ერთდროულად მოგვარებას - ეს მხოლოდ გამოგფიტავთ.
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, ამიტომ ცხოვრებით დატკბით და ახალი ფიზიკური აქტივობები სცადეთ.
ქალწული
ზოგჯერ გარშემომყოფების მომაბეზრებელი რჩევების ნაცვლად, საკუთარი გულის კარნახს უნდა მოუსმინოთ. მხოლოდ თქვენ იცით, რა გჭირდებათ და სრულფასოვნად როგორ უნდა იცხოვროთ. გირჩევთ, მთელი ყურადღება საოჯახო პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანოთ.
მეგობრებთან სერიოზული საუბრები ცოტა ხნით გადადეთ, რათა უთანხმოება თავიდან აიცილოთ. სამსახურისადმი პასუხისმგებლობით სავსე მიდგომა კეთილდღეობას მოგიტანთ, თუმცა ზოგჯერ დათმობაზე წასვლაც საჭიროა.
ფინანსური დანაკარგების რისკი მაღალია, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მიიღეთ ვიტამინები და სრულფასოვნად დაისვენეთ.
სასწორი
საყვარელ ადამიანთან უთანხმოება წარსულს ჩაჰბარდება. შეგიძლიათ, მომავალი თამამად დაგეგმოთ. ამ დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ოჯახის უმცროს წევრებთან მეტი დრო გაატაროთ. მთელი თვის განმავლობაში თქვენს ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს.
დღეს შესაძლოა სხვების მართვის დაუოკებელი სურვილი იგრძნოთ თუმცა გახსოვდეთ, რომ კოლეგები თქვენს ბრძანებებს უპირობოდ არ უნდა ემორჩილებოდნენ.
კომერციულ საქმიანობაში რისკი გაუმართლებელია - ამან შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს და ცხიმიანი საკვებით კუჭს ნუ გადატვირთავთ.
მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბოს, ამიტომ სიბრძნე და დიპლომატიური თვისებები უნდა გამოიჩინოთ.
სამსახურში ინტუიციას უფრო ენდეთ, ვიდრე კოლეგების რჩევებს, მით უმეტეს, რომ ვიღაც თქვენი ავტორიტეტის შელახვას ცდილობს. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა ფულის დახარჯვას ნუ იჩქარებთ - უმჯობესია მოგროვება დაიწყოთ.
დღის მეორე ნახევარში გეგმების შეცვლა მოგიწევთ. თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ, მშვენიერი დროა დიეტის დაწყების ან იმიჯის შეცვლისთვის.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს სიყვარულის მხურვალე ფიცს ერიდოთ - ეს მხოლოდ დროებითი ემოციებია. ახლობელ ადამიანთან რთული, მაგრამ გულწრფელი საუბარი გელით. რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადახვიდეთ.
სხვისი გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით და საეჭვო შეთავაზებას ნუ დათანხმდებით. კარგი დროა საქმიანი პარტნიორების მოსაძიებლად, თუმცა ახალ ნაცნობებს ბრმად ნუ ენდობით.
რაციონიდან ამოიღეთ მძიმე საკვები, ცომეული და ალკოჰოლი - ბოსტნეულის დიეტა თქვენს ორგანიზმს ძალიან მოუხდება.
თხის რქა
მოსალოდნელია რომანტიკული ურთიერთობის დაწყება ადამიანთან, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ. ამ დღეს პრობლემების მოგვარებაში დახმარებისთვის ნათესავებს უნდა მიმართოთ. სამსახურში თქვენი შეუპოვრობის წყალობით სასურველ წარმატებას მიაღწევთ.
შუადღისას მოულოდნელი ცვლილებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოერიდეთ. სატურნის გავლენით შესაძლოა შფოთვა და დაძაბულობა იგრძნოთ, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
მერწყული
მარტოხელა მერწყულებს საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული შეხვედრები ელით - სეირნობა მთვარის შუქზე, კინო და მხიარული წვეულებები დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. მეუღლეებს შორის ურთიერთობას კი გამოცდა ელის და ეს დღე გადამწყვეტი იქნება.
თუ კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეებია, დაფიქრდით, იქნებ უხეშად ან აგრესიულად ექცევით? ინვესტირების უჩვეულო გზები ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ.
სტრესის მოსახსნელად ალკოჰოლს ნუ მიეტანებით - ეს გამოსავალი არ არის.
თევზები
არასწორმა ინფორმაციამ შესაძლოა კონფლიქტი და წყენა გამოიწვიოს. თუ ფრთხილად არ იმოქმედებთ, ოჯახური უთანხმოება გარდაუვალია. ნუ იქნებით უხეში ახლობლების მიმართ.
თუ ავტომობილს მართავთ, ამ დღეს გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თუ სამსახურში არჩევანის წინაშე დადგებით, ფულად ჯილდოს კარიერული წინსვლა ამჯობინეთ. ფინანსურ საქმიანობაში დროებითმა სირთულეებმა არ შეგაშინოთ - მალე იღბალი ისევ გაგიღიმებთ.
ავტორ(ებ)ი :