გამოვლინდა 2025 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები! 25.12.2025 11:05

გამოვლინდა 2025 წლის "ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის" შედეგები!

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად შეირჩა 20 პროექტი.


კონკურსის მიზანია, უზრუნველყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ჰიპოთეზების და კონცეფციების, შეუსწავლელი ან უცნობი მოვლენების, ფაქტებისა თუ მონაცემების შესწავლა-ანალიზი და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კვლევების განხორციელება; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ცოდნისა და კვლევის რესურსების შექმნას, სასწავლო პროცესებში ინტეგრაციას, საერთაშორისო გავრცელებასა და პოპულარიზაციას, ქართველოლოგიის მეცნიერებაში ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას.

გრძელვადიან პერსპექტივაში დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ქართველოლოგიის სფეროს გაძლიერებას და მის ჩართვას სახელმწიფო ენის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე : https://shorturl.at/nDrkv

(R)

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ