"2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის" 25.12.2025 11:15

„2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის"


რუსთაველის ფონდის ადმინისტრირებით, დისტანციურ ფორმატში გაიმართა საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წელს მიღებული დოკუმენტის - „2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის" და მისი განხორციელების 2024-2030 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობის ფარგლებში, ღონისძიება „წიაღისეულის მოპოვებისას კვლევებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მომპოვებელ კომპანიებსა და დასაქმებულებს შორის". ღონისძიების მიზანი იყო დოკუმენტის - „2024-2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3/Smart Specialisation) იმერეთისთვის" ფარგლებში მეცნიერებას, აკადემიურ წრეებსა და ინდუსტრიას შორის ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების ხელშეწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სხვადასხვა სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა მეცნიერებმა, რომელთა სამეცნიერო პროექტებიც შესაბამისი თემატიკისაა - მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიზანია წიაღისეულის მოპოვების პროცესთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების განხილვა - გადაჭრა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი მაია ქაჯაია , საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი თეა ტარიელაშვილი .

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ