25.12.2025 17:56
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო გამოცხადებულ უქმე დღეებში, 5 და 6 იანვარს იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ავტორ(ებ)ი :