GFF Awards 2025 - ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა 27.12.2025 21:30

 

სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2025 გაიმართა.

GFF Awards 2025-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

2025 წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია
2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - თეონა ბაქრაძე
2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე
2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე
2025 წლის საუკეთესო მსაჯი - გოგა კიკაჩეიშვილი

ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ.

17-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:

ბრინჯაოს მედალი - საბა ავდოევი („იბერია" თბილისი)

ვერცხლის  მედალი - ლუკა შარიქაძე („დიანმო თბილისი")

ორქოს მედალი - ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი", ფოთი)

19-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:

ბრინჯაოს მედალი - ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია" თბილისი)

ვერცხლის  მედალი - გიორგი გვასალია („დინამო თბილისი")

ორქოს მედალი - საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი")

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. ნომინაციების შესაბამისად, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა ფეხბურთელებმა, ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების წარმომადგენლებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებმა, ასევე ქალთა და ფუტსალის კლუბებმა, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებმა გამოავლინეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ