3800 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს 28.12.2025 23:53

 

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება დიღმის მასივში 3800 აბონენტს ავარიულად შეუწყდა. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

„გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 29 დეკემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 საათამდე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004; სწრაფი რეაგირების სამსახური: 114", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ