გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს 30.12.2025 21:58

 

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს:

"გელათის კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის თოვლის დიდი მასებისგან გასათავისუფლებლად სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, შესაბამის დროის ინტერვალოებით, ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით.

ადგილზე, შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან ერთად პირადად იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი),"- აღნიშნულია განცხადებაში.

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, ასევე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ასახულია გელათში მოსული უხვი ნალექის პირობებში გამათბობელი აგრეგატების მიერ გამთბარი ზედაპირებიდან დნობის შედეგად ჩამოცვენილი თოვლის მასები. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ