საქართველოში 3 და 4 იანვარს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს 01.01.2026 17:39

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 3 და 4 იანვარს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა, შესაძლებელია, - -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს.

„შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.

ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა, შესაძლებელია, გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზებისა და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ