ახალი ბიომეტრიული პასპორტებისა და ID ბარათების გაცემა დაიწყო 04.01.2026 10:56

 

გაძლიერებული უსაფრთხოება, განახლებული დიზაინი და დაცული საერთაშორისო სტანდარტები - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის დოკუმენტებს გასცემს. დოკუმენტების ბეჭდვის პროცესში დაინერგა თანამედროვე დამცავი ნიშნების გამოყენება, რაც ბიომეტრიული პასპორტების უსაფრთხოებას კიდევ უფრო აძლიერებს. ამ დროისთვის უკვე 38 000-ზე მეტი ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტი გაიცა.

შეიცვალა დოკუმენტების იერსახეც - ახალი დიზაინი ეროვნული თემატიკის და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების სიმბოლოებით დაიტვირთა. დროშა, გერბი, რუკა, ქვევრი - ბიომეტრიული პასპორტის თითოეული გვერდი საქართველოს ისტორიას ასახავს. დაინტერესებულ პირებს განახლებული დოკუმენტის შეკვეთა, როგორც იუსტიციის სახლის ფილიალებში, ასევე დისტანციურად, სპეციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.

სიახლის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო პირადობის ელექტრონულ მოწმობებს. ახალ აიდი ბარათებზე ქიუარ კოდია დატანილი. ის დოკუმენტის ნომრის, რეგისტრაციის მისამართის, სტუდენტის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის გადასამოწმებლად მარტივ ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს. მოქმედი დოკუმენტების ახლით ჩანაცვლება სავალდებულო არ არის.

ახალი თაობის დოკუმენტები გაიცემა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შემთხვევებშიც. განახლება შეეხო ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის სამგზავრო დოკუმენტსაც.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ