ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტიდან რეისები ვერ სრულდება 04.01.2026 13:24

 

ძლიერი ქარის გამო, ბათუმის აეროპორტიდან რეისები ვერ სრულდება - ინფორმაცია bm.ge-ს TAV ჯორჯიაში დაუდასტურეს.

მათი ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი 4 რეისი გაუქმდა, 3 ქუთაისის აეროპორტში გადამისამართდა და მხოლოდ ერთი შესრულდა.

ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ბათუმში ფრენები უნდა შესრულებულიყო: თელ-ავივიდან, მოსკოვიდან, სტამბოლიდან და ნატახტრიდან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ