7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი 06.01.2026 23:24

 

ვერძი

გეჩვენებათ, რომ მეორე ნახევრის პოვნა შეუძლებელია და გარშემო მხოლოდ უინტერესო ადამიანები არიან? თუ გარშემო ყურადღებით მიმოიხედებით, მიხვდებით, რომ ძალიან ცდებოდით. ოჯახში სიმშვიდე და ურთიერთგაგებაა.

ხელსაყრელი დღეა ერთობლივი მუშაობისთვის, შეხვედრებისა და პარტნიორებთან დიალოგისთვის. დღეს საკუთარი ძალებით შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ.

ამბიციური ვერძებისთვის წარმატებული პერიოდია - გეძლევათ შანსი, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და უზრუნველ ცხოვრებას საფუძველი ჩაუყაროთ. უჩვეულო, იდუმალი და საინტერესო ეტაპი იწყება. ნუ ენდობით მლიქვნელ ადამიანებს და ნუ გადაღლით ახლობლებს ზედმეტი სიმკაცრით ან პრეტენზიულობით.

კურო

შესაძლოა, თქვენი ცხოვრებიდან რომანტიკა გაქრა და ამის აღიარება გეშინიათ. სასურველია, რომ გარკვეული დრო მარტოობაში გაატაროთ.

სიფრთხილე გამოიჩინეთ - ბოროტი ენები თქვენთვის ზიანის მიყენებას ეცდებიან. სხვის საუბრებში და მით უმეტეს, დაპირისპირებებში ნუ ჩაერევით.

თქვენი კომუნიკაბელურობა სასარგებლო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. უმჯობესია ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში ვიზიტისგან თავი შეიკავოთ.

გირჩევთ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ.

ტყუპები

ეს დღე სიმშვიდისა და ჰარმონიის განცდას მოგიტანთ. შეგიძლიათ მოდუნდეთ და იმ ყურადღებით დატკბეთ, რომელსაც საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ იჩენს. შესაძლოა, ახლო ნათესავებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ - მზად იყავით დახმარებისთვის, თუნდაც ეს დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდეს.

ბუღალტრებს და მეწარმეებს დაუგეგმავი შემოწმება ელით, ამიტომ საბუთები მოაწესრიგეთ. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს. შეთავაზებაზე პაუხის გაცემას ნუ იჩქარებთ და ფიქრისთვის დრო ითხოვეთ.

კარგი განწყობის მიუხედავად, სეზონური დაავადებების პრევენციას ნუ დაივიწყებთ.

კირჩხიბი

დღეს ვარსკვლავები საინტერესო შეხვედრებსა და სასიამოვნო ნაცნობობას გპირდებიან. ამის შემდეგ სამყაროს სხვა თვალით შეხედავთ და, შესაძლოა, თქვენი გეგმები და მიზნები შეიცვალოს.

მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობა შესაძლოა დაიძაბოს, ამიტომ მომთმენი და თავაზიანი უნდა იყოთ. მალე მივლინება გელით, რომელიც წარმატებული იქნება და ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ.

ნუ ინერვიულებთ ნივთის დაკარგვის გამო - მას მალე, ისეთ ადგილზე იპოვით, სადაც არასოდეს გიძებნიათ. ასტროლოგები გირჩევენ, გადატვირთვას და ემოციურ სტრესს მოერიდოთ.

ბიზნესში მცირე შეფერხებაა, თუმცა ფინანსური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილური დარჩება.

ლომი

ეცადეთ, თქვენი ყოველდღიურობა დადებითი ემოციებითა და სასიამოვნო ურთიერთობებით აავსოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ხმაურიან წვეულებებზე სიარულის ნაცვლად, ოჯახში მეტი დრო გაატაროთ. დაუგეგმავი მივლინება მნიშვნელოვან გამოცდილებას მოგიტანთ და თანამოაზრეებს გაპოვნინებთ.

დღევანდელი დღე ხელსაყრელია ფინანსური საქმეებისთვის - თქვენი ძალისხმევა დაფასდება. შესაძლოა შემოსავლის ან საკუთარი ბიზნესის შესახებ ახალი იდეები გაგიჩნდეთ.

იზრუნეთ იმუნიტეტისა და ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლებაზე. ნუ დაელოდებით, რომ ფიზიკური მდგომარეობა თავისთავად გაუმჯობესდება.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ინტუიციას არ ენდოთ. პირიქით, სასიყვარულო ურთიერთობები ცივ გონებასა და რეალისტურ მიდგომას მოითხოვს. თუ ურთიერთობაში დიდი ხანია, წყენა და ეჭვები გროვდება, პარტნიორს ეჭვიანობის საბაბს ნუ მისცემთ, თორემ სკანდალს თავიდან ვერ აიცილებთ.

ამ დღეს სამსახურებრივი და ოჯახური პრობლემების ერთდროულად მოგვარება მოგიწევთ, რაც დიდ ენერგიას წაგართმევთ. ნუ ჩადებთ ფულს საეჭვო წამოწყებებში, რადგან ფინანსების დაკარგვის რისკი არსებობს.

თუ ჯანმრთელობის პრობლემები გქონდათ, დღეს თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება.

სასწორი

დღეს გაქვთ შანსი, დაუვიწყარ პაემანზე წახვიდეთ. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ დრო სიმპათიურ ადამიანთან ერთად გაატაროთ და სასიამოვნო ატმოსფეროთი დატკბეთ. საუკეთესო დღეა ყოველდღიური საქმეებისთვის, ძვირად ღირებული შენაძენებისა და ნივთების გაცვლისთვის.

სავარაუდოდ, ახლობლები თქვენი ფინანსური ვალდებულებებბის ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. თქვენი სამსახურებრივი დატვირთვა შემცირდება და დასვენებისთვის მეტი დრო დაგრჩებათ, თუმცა შესაძლოა, ამან თქვენს ბიუჯეტზე უარყოფითად იმოქმედოს.

დამოუკიდებელი აზროვნება ფინანსური კეთილდღეობის ერთადერთი გზაა. ექსპერიმენტების ჩატარება და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება ნუ მოგერიდებათ.

მორიელი

ამ დღეს მოსალოდნელია პროფესიული ურთიერთობების დაწყება ან გაღრმავება. ხელსაყრელი პერიოდია კოლეგებთან ან უფროსთან საუბრისა და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის.

ოჯახში სიმშვიდეა - საყვარელი ადამიანი სამსახურებრივ პრობლემებზე წუწუნს შეწყვეტს. უიმედო საქმეებზე დროს ნუ დახარჯავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დროებით პასიური პოზიცია დაიკავოთ და მოვლენებს შორიდან დააკვირდეთ.

მშვილდოსანი

დღეს ვარსკვლავები რომანტიკას სწყალობენ. თუ მარტოხელა ხართ, შანსი გაქვთ, განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეთ, თუ დაოჯახებული - ეცადეთ, დრო განმარტოებით გაატაროთ და ერთმანეთთან ყოფნით დატკბეთ.

სამუშაო პროცესში ცვლილებები იწყება და თქვენი კოლეგების ნაწილს მათთან შეგუება გაუჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენი კარიერული წინსვლისთვის კარგი შანსია. ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენებისთვის. ამ დღეს წარმატება შეიძლება ავანტიურისტულმა წამოწყებებმაც კი მოგიტანოთ.

გაამდიდრეთ რაციონი ვიტამინებით - ხილი და ბოსტნეული ენერგიით აგავსებთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ფერადი პროდუქტები.

თხის რქა

თუ მარტოხელა ხართ, ახალი ურთიერთობის დაწყებას ნუ იჩქარებთ - ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არაა. თუ ურთიერთობა ნაცნობი სცენარით ვითარდება, ბედი გაძლევთ შანსს, რომ ძველი შეცდომები გამოასწოროთ.

გარშემომყოფებს ოპტიმიზმითა და დიდი მიღწევების რწმენით მუხტავთ. დროა, კოლექტივში არაფორმალური ლიდერის როლი მოირგოთ. ნუ ჩადებთ ფულს საეჭვო და უცნობ პროექტებში, რადგან წარუმატებლობის რისკი არსებობს.

მერწყული

ეცადეთ, რჩეულს თუნდაც ერთი საათით რომანტიკა, სინაზე და სიყვარული აჩუქოთ. თქვენი მთავარი მისიაა, პარტნიორი მაქსიმალურად გააბედნიეროთ. ზოგიერთ მერწყულს საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან ან რემონტთან დაკავშირებული საზრუნავი ელის.

ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება წარმატებული იქნება, ამიტომ შეგიძლიათ, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეებს შეეჭიდოთ. ახალი ნივთების შეძენას ნუ იჩქარებთ - არსებობს საფრთხე, რომ დიდი თანხა სრულიად უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ.

ეძებეთ პოზიტივი ყველაფერში, რაც თქვენ გარშემო ხდება.

თევზები

გაითვალისწინეთ, რომ სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად და არა უბრალოდ ხანმოკლე რომანისთვის, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. დღე მეორე ნახევარი საოჯახო საქმეებს უნდა დაუთმოთ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებს მცირე დღესასწაული მოუწყოთ - სასიამოვნო საღამო ენერგიით აგავსებთ.

შესაძლოა, პირადი ცხოვრების პრობლემებმა პროფესიულ სფეროზეც იმოქმედოს - მოსალოდნელია პრობლემები უფროსთან ან საქმიანობის შეცვლა. გირჩევთ, ფინანსური საკითხების განხილვა სხვა დღისთვის გადადოთ.

დღეს იუპიტერის გავლენის ქვეშ ხართ, ამიტომ გონივრულ კომპრომისამდე მისვლა გაგიჭირდებათ. მეტი დაისვენეთ და ნუ ნერვიულობთ - ზედმეტი დაძაბულობა ნერვულ სისტემაზე უარყოფითად აისახება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ