თბილისის ბიუჯეტი 17 169 000 ლარით იზრდება 09.01.2026 18:34

 

თბილისის ბიუჯეტი 17 169 000 ლარით იზრდება. გადაწყვეტილება საკრებულომ 2026 წლის პირველ სხდომაზე მიიღო, რომელზეც დედაქალაქის წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

ბიუჯეტის მოცულობა 2 210 558 000 განისაზღვრება. საკრებულოში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფაა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, თანხები იმ საკითხებისკენ იქნება მიმართული, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, სხვა არაერთ საკითხთან ერთად, მათ შორის არის გზების რეაბილიტაცია, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.

"ახალი წელი დაიწყო პოზიტიური ნოტით. უკვე არსებულ ბიუჯეტში ხდება მატება. 17 მილიონით იზრდება დედაქალაქის ბიუჯეტი. ეს არის ძირითადად მიმართული იმ საკითხებზე, რაც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის გზების რეაბილიტაცია და ასევე იცით, რომ სკოლების ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგება არის თვითმმართველობის პრეროგატივა. ჩვენ ბიუჯეტში ამ ცვლილებით მხარს ვუჭერთ იმ პროცესს, რომ სკოლებში უფრო მეტად იყოს მეტი განვითარება, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, რომელიც ეხება გამგეობებს. ამ მიმართულებით და სატრანსპორტო მიმართულებით გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა", - აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ აბაშიძე. 

 

 

ავტორ(ებ)ი :

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ