19.01.2026 16:34
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
მთავრობის მეთაური ტრაგედიას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებსა და ესპანელ ხალხთანაა", - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 39 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა, სულ მცირე, 170 ადამიანი. ინციდენტი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ კორდობასთან ახლოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპიროდ, მადრიდიდან უელვის მიმართულებით მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს შეეჯახა.
ავტორ(ებ)ი :