პროექტის „ეთნოისტორიული პროცესები რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე რეგიონში (დაღესტნის მონაკვეთი)- პრეზენტაცია 21.01.2026 12:20

ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიამართა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურში გამარჯვებული პროექტის „ეთნოისტორიული პროცესები რუსეთის ფედერაციასთან მოსაზღვრე რეგიონში (დაღესტნის მონაკვეთი)- პრეზენტაცია.

პროექტი განხორციელდა კავკასიის ხალხთა სერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.


პროექტის ხელმძღვანელმა, ლავრენტი ჯანიაშვილმა, მადლობა გადაუხადა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, მან ისაუბრა პროექტის შესრულების ეტაპებზე და ძირითად გამოწვევებზე. ავტორთა ჯგუფმა (ლავრენტი ჯანიაშვილი, ნათია ჯალაბაძე, ნიკა ლოლაძე) წარადგინა პროექტის ბაზაზე შექმნილი კოლექტიური მონოგრაფია _ „საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთი (წარსული და თანამედროვეობა)". წიგნის რედაქტორმა, ვალერიან ვაშაკიძემ, ისაუბრა ნაშრომის აქტუალობაზე, მან საზოგადოებას გააცნო მონოგრაფიის სტრუქტურა და მკვლევართა მიერ სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილი ახალი დებულებები.


მონოგრაფია განიხილეს და დადებითად დაახასიათეს: აკადემიკოსმა ლიანა მელიქიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოტორმა პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა, ისტორიის დოქტორმა ნანა ომარაშვილმა და სხვებმა

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ