შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თანამშრომლობის გაღრმავება 27.01.2026 15:49

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) თბილისის რეგიონული ოფისის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ სილვია შმიდთან.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მრავალწლიანი პარტნიორობის მნიშვნელობა და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები, რომლებიც მიზნად საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას ისახავს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი ინიციატივების განვითარებას, მათ შორის:


- საგრანტო პროგრამების განვითარების შესაძლებლობებს;


- სტუდენტებისა და მკვლევრების საერთაშორისო აკადემიური მობილობის ხელშეწყობას;

- ერთობლივი კვლევითი და ინოვაციური პროექტების განხორციელებას.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობების შექმნას.


შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ