ბექა ოდიშარია - ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს 30.01.2026 18:27

 

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია გამოეხმაურა საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის" თავმჯდომარის, ზაქარია წიკლაურის ინიციატივას - ლევან ღოღობერიძის ქუჩისთვის ამბროსი ხელაიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ოდიშარიამ განაცხადა, რომ თუ არსებობს ისეთი სახელდებები, რომლებიც ჩვენს ისტორიასთან და დღევანდელობასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, უნდა გადაფასდეს.

„ჩემთვის მართლაც სიახლე იყო, რომ თბილისში არ გვაქვს ამბროსი ხელაიას ქუჩა. მინდა, ამ ინიციატივისთვის ჩვენს კოლეგას მადლობა გადავუხადო. ასევე, ვიზიარებ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას, რომ ყველა მსგავსი ინიციატივა კომისიური წესით განვიხილოთ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ