9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი 08.02.2026 23:33

 

ვერძი

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველაზე მყარ ურთიერთობებსაც კი გამოცდა ელის. გირჩევთ, მოვლენების დრამატიზებას ნუ მოახდენთ და სასიამოვნო ამბებზე იფიქრეთ.

დღეს კარგი დღეა სახელმწიფო უწყებებში ვიზიტის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და შემოქმედებითი წინსვლისთვის. შესაძლოა, გარემოებათა იღბლიანმა თანხვედრამ მოულოდნელი სიურპრიზები მოგიტანოთ. თქვენი ფინანსური ინტუიცია მწვერვალზეა - შეგიძლიათ თამამი ნაბიჯები გადადგათ. ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია მცირე სისუსტე, რაც ბოლოდროინდელი სტრესისა და გადაღლის ბრალია.

კურო

მალე თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა და სიყვარული შემოიჭრება, თუმცა მზად უნდა იყოთ, რომ მას კამათი და ურთიერთობების გარკვევა მოჰყვება. ამ დღეს შანსი გექნებათ, გარკვეული პრობლემა ნათესაური კავშირების დახმარებით მოაგვაროთ, ოღონდ დაფიქრდით, ხომ არ შელახავს ეს თქვენს რეპუტაციას.

თუ სამსახურში ერთფეროვნებამ დაგღალათ, შეგიძლიათ შემოქმედებითი ენერგია ძველ გატაცებებში დახარჯოთ. მოულოდნელი შემოსავალი ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. ეცადეთ სიზმარი დაიმახსოვროთ - ქვეცნობიერმა შესაძლოა მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგცეთ. გაღვიძებისთანავე ჩაინიშნეთ აზრები, ეს სიტუაციის უკეთ დანახვაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

თუ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაფუჭდა, ახლა მის გამოსწორებას ვერ შეძლებთ. ოჯახის წევრები სასიამოვნო ამბებით გაგახარებენ, ფინანსური მდგომარეობა კი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. დღეს იმას, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ, ადვილად მიიღებთ. ფინანსურად იღბლიანი პერიოდია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფული ფანტოთ! მალე ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, რომელიც სასურველია, გარეგნობაზე ზრუნვას დაუთმოთ - ჩაეწერეთ ფიტნესზე ან, უბრალოდ, დილაობით სირბილი დაიწყეთ.

კირჩხიბი

დღეისთვის დაგეგმილი პაემანი შესაძლოა ისე არ დასრულდეს, როგორც ელოდით - არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ. კარგი იქნება, თუ სახლის საქმეებში დახმარებაზე შეთანხმდებით, რაც ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნის.

ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა შეთავაზებულ საქმეს ხელი გაბედულად მოჰკიდოთ. თუ ბოლო დროს ფინანსურ სიმცირეს განიცდით, დღეს შეიძლება მდგომარეობის შესაცვლელად თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ. გახსოვდეთ, რომ ყველა დაავადება ნერვებისგან მოდის. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე და ამით ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და ურთიერთობებსაც.

ლომი

თუ სასიყვარულო საქმეებში წარმატება გსურთ, ცოტაოდენი თავდაჯერება გჭირდებათ! დაკომპლექსებული არ ხართ, მაგრამ მეტი გახსნილობა გჭირდებათ. შესაძლოა, თქვენამდე შურიანი ადამიანების მიერ გავრცელებულმა ჭორებმა მოაღწიოს - არ ინერვიულოთ, ახლობლები თქვენს მხარეს არიან და თქვენით ამაყობენ! პარტნიორთან უფრო რბილი და დამთმობი უნდა იყოთ.

სამუშაო საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა - ამ დღეს „მთების გადადგმა" შეგიძლიათ! გირჩევთ საჭირო ადამიანს საჩუქარი მიართვათ, ოღონდ ისე, რომ ქრთამად არ ჩაგითვალონ. ეცადეთ, უსიამოვნო საკითხებზე არ იფიქროთ, რადგან ცუდი განწყობა პირდაპირ თქვენს პანკრეასზე აისახება.

ქალწული

ნუ გაჯიუტდებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება. თუ ხანგრძლივი ურთიერთობა გსურთ, გახსოვდეთ, რომ კაპრიზებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაძაბული იქნება, მაგრამ თუ მათ სიტყვებს გულთან ახლოს არ მიიტანთ, კონფლიქტს თავიდან აიცილებთ.

თუ თვლით, რომ უფროსობა თქვენს მრავალწლიან შრომას არ აფასებს, იქნებ დროა, უფრო საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური ეძებოთ? გეგმების განხორციელებისას ეცადეთ, სხვისი დახმარების გარეშე იმოქმედოთ და საკუთარ ალღოს მეტად ენდოთ. ნურავის მისცემთ უფლებას განწყობა გაგიფუჭოთ.

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში რომანტიკითა და ემპათიით სავსე პერიოდი დგება. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გულს მოუსმინოთ. თქვენი პირადი ინტერესები შესაძლოა საზოგადოებრივს დაუპირისპირდეს.

დღეს ახალი ინიციატივებით ნუ გამოხვალთ, რადგან შეიძლება ნებისმიერი ინიციატივა თქვენს საზიანოდ შემობრუნდეს. მიხედეთ კბილებსა და ღრძილებს - დროა სტომატოლოგს ეწვიოთ.

მორიელი

სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება პრობლემების გადაჭრაში და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფების დახმარებით უკმაყოფილო დარჩებით, ამიტომ ეცადეთ მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ.

სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ყოველდღიური ცხოვრების ორგანიზებისა და ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. დახურულ კარზე ნუ აკაკუნებთ - თქვენი აქტიურობა ახლა შესაძლოა აკვიატებად აღიქვან. გირჩევთ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდოთ.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნის ჰორიზონტზე საინტერესო ადამიანი გამოჩნდება. მართალია, მოვლენები სწრაფად არ განვითარდება, მაგრამ ასე უკეთესიცაა. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაცილებით ადვილია, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ.

თქვენი ორიგინალური იდეებისა და სწორი სტრატეგიის წყალობით, ოფიციალური მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. თქვენი ოპტიმიზმი და ლოგიკა პარტნიორებს თანამშრომლობისკენ უბიძგებს. დაგეგმეთ მომავალი და პრობლემებს ახალი კუთხიდან შეხედეთ. შესანიშნავი დროა ვარჯიშისა და დიეტის დაწყებისთვის.

თხის რქა

თუ მარტოხელა ხართ, მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. არაკეთილმოსურნეები აპირებენ, რომ საყვარელ ადამიანთან წაგაჩხუბონ - პროვოკაციებს ნუ წამოეგებით.

სამსახურში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო უსიამოვნებები გელით. გირჩევთ შეცდომები აღიაოთ და დროულად გამოასწოროთ. ნუ იქნებით მხოლოდ ფულის შოვნაზე ორიენტირებული, გირჩევთ საკუთარ მომავალზე იზრუნოთ. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ვარგისობის ვადას, რათა მოწამვლა თავიდან აიცილოთ.

მერწყული

ვარსკვლავები თქვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებენ - ამის გამო პარტნიორთან ურთიერთობაში არსებულ წვრილმან პრობლემებს იოლად გადალახავთ. ეცადეთ, მის უსამართლო შეფასებებს მშვიდად შეხვდეთ - მალე შეცდომას თავად მიხვდება და ბოდიშსაც მოგიხდით. ამ დღეებში სერიოზულ საქმეებსა და მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ, რადგან წარმატების შანსი ძალიან მცირეა.

შეეცადეთ, ყველაზე ავანტიურისტული ოცნებაც კი რეალობად აქციოთ, თუმცა საღი აზრი არ დაკარგოთ. მოსალოდნელია იმუნიტეტის დაქვეითება, ამიტომ დაისვენეთ და ვიტამინები მიიღეთ.

თევზები

თქვენი შარმი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს, რაც ბევრ საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ემოციური დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ თავისუფალი დრო ძველ მეგობრებთან გაატაროთ, რომლებიც მორალურ მხარდაჭერას გაგიწევენ.

სამსახურში მცირე ნერვიულობა მოგიწევთ. ნუ ეცდებით ყველაფრის მარტო მოგვარებას და კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. მოსალოდნელია წინსვლა მოლაპარაკებებსა და გარიგებებში.

თუ ვალები გაქვთ, ეცადეთ დროულად გაისტუმროთ. ფიზიკურად მომუშავე თევზები შესაძლოა ზურგის ტკივილმა შეაწუხოთ - მასაჟი ამ პრობლემას ადვილად მოგიხსნით.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ