იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, განისვენებს პარიზთან ახლოს, ეძებენ ოჯახს -თეა წულუკიანი 12.02.2026 19:49

იუწყებიან, რომ იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მანამდე უცნობი საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თეა წულუკიანი სოციალოურ ქსელში წერს.

როგორც თეა წულუკიანი წერს, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ქუთაისიდან იყოს და ოჯახს ეძებენ.

„იუწყებიან, რომ იდენტიფიცირებულია მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მანამდე უცნობი საბჭოთა ჯარისკაცი მელიტონ გოდუაძე. ის განისვენებს პარიზთან ახლოს, ბანიეს სასაფლაოზე. ვარაუდობენ, რომ ქუთაისიდან უნდა იყოს და ეძებენ ოჯახს", - წერს თეა წულუკიანი.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ