13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი 13.02.2026 00:29

ვერძი

შესაძლოა, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ და გავიწყდებათ, რომ ისინი უსაზღვრო არაა. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ. გარეშე პირები თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევას ეცდებიან, თუმცა სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

დღეს შეიძლება მოგებიანი გარიგება დადოთ, რაც კარგი შემოსავლის წყაროდ იქცევა. საქმიანი თვალსაზრისით დატვირთული და საინტერესო დღეა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ჩაიფიქრეთ — გარეგანი ფაქტორები გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლიან. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვალებადობა - სრული აპათიიდან უმიზეზო აღტაცებამდე.

კურო

ამ ნიშნის ენერგიულ წარმომადგენლებს საინტერესო და მიღწევებით სავსე დღე ელით. პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა უთანხმოება წარმოიშვას - სავარაუდოდ, ერთმანეთისგან ცოტა ხნით დასვენება გჭირდებათ. დაგეგმილი საქმეებისთვის დრო არ გეყოფათ, ამიტომ დახმარება კოლეგებს ან პარტნიორებს უნდა სთხოვოთ.

სამსახურებრივი საკითხების მოგვარებისას მეტისმეტ სიმკაცრეს ნუ გამოიჩენთ — მომავალი პროექტებისთვის ძალები დაზოგეთ. თუ დიდი ხანია ბიზნესპროექტის დაწყებაზე ფიქრობთ, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა.

ტყუპები

სასიყვარულო საქმეებში წარმატება გელით. ზოგი ტყუპი მეუღლესთან სრულ ჰარმონიასა და ურთიერთგაგებას მიაღწევს. სამუშაო პროცესზე თქვენმა შეხედულებებმა შესაძლოა კოლეგებში წინააღმდეგობა გამოიწვიოს — არ არის გამორიცხული, ზედმეტი მონდომების გამო ზურგს უკან კარიერისტიც გიწოდონ.

მოულოდნელად დამატებითი შემოსავალი გამოჩნდება, რომელიც ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ალკოჰოლთან სიფრთხილე გმართებთ, უხარისხო პროდუქციაზე კი სამუდამოდ უარი თქვით.

კირჩხიბი

ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარმატებას გპირდებიან და გირჩევენ, დრო არ დაკარგოთ. ხელსაყრელი დროა ინიციატივის გამოსაჩენად, თუმცა სხვის წინადადებებსაც ნუ უგულებელყოფთ. გადაუდებელი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ - საღამოს შესაძლოა, სტუმრები გეწვიონ.

მალე შანსი გექნებათ, რომ რთულ და საპასუხისმგებლო პროექტში ჩაერთოთ— ეს კარიერული წინსვლისთვის საუკეთესო გზაა. ფულს უსარგებლო ნივთებში ნუ დახარჯავთ.

ეს დღე ხელსაყრელია ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის — იფიქრეთ სწორ კვებასა და ვარჯიშზე, გამონახეთ დრო მედიტაციისა და განტვირთვისთვის.

ლომი

კომპრომისის პოვნა კონფლიქტის განმუხტვაში დაგეხმარებათ, რომელიც ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაჩნდა. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ოჯახში კამათი გამოიწვიოს. მნიშვნელოვანი შესყიდვებისას რჩევა ახლობლებს ჰკითხეთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შვებულებაში წასვლამდე ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ და საკუთარი მოვალეობები კოლეგებს არ გადააბაროთ. თუ ოცნების ასასრულებლად ფული არ გყოფნით, შეგიძლიათ დახმარება ნათესავებს სთხოვოთ. პერიოდული დასვენება, თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება.

ქალწული

ბოლო დროს საკუთარ თავზე ზრუნვით ისეთი დაკავებული ხართ, რომ ირგვლივ მყოფები დაგავიწყდათ. დროა, თქვენც იგრძნოთ ის, რასაც მიტოვებული და დავიწყებული ადამიანები გრძნობენ.

კოლექტიური მუშაობისთვის არასახარბიელო დღეა — ახლა მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.

ნუ დაუჯერებთ დღეს მოსმენილ ყველა ინფორმაციას სანამ არ გადაამოწმებთ. ვარსკვლავების განლაგების გამო თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია, ამიტომ ნუ მიაქცევთ ყურადღებას წვრილმან უსიამოვნებებს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით.

სასწორი

თუ საყვარელმა ადამიანმა რომანტიკული უქმეების გატარება შემოგთავაზათ, უარი არ თქვათ და სახლში არ გამოიკეტოთ.

მარსისა და სატურნის საშიში კომბინაცია კოლეგებთან კონფლიქტისკენ გიბიძგებთ, ამიტომ დღეს სადავო საკითხების განხილვას მოერიდეთ. ყურადღება გრძელვადიან ფინანსურ მიზნებზე გადაიტანეთ — სტაბილურობა წარმატების გასაღებია. დროულად დაფარეთ ვალები, რათა ფინანსური მდგომარეობა არ გაიუარესოთ.

ბოლო დროინდელი ნერვიულობა შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. დასვენებაზე და ემოციური ძალების აღდგენაზე იფიქრეთ.

მორიელი

პირად ცხოვრებაში წარმატება მთლიანად თქვენს ქმედებებზეა დამოკიდებული. ეცადეთ, რომ უახლოესი შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. თუ თქვენს ურთიერთობაში სიცივე და უნდობლობა გაჩნდა, მალე გექნებათ შანსი, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ გრძნობებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ.

სამსახურში შემოქმედებით მიდგომას გამოიჩენთ, რაც უფროსობასაც სასიამოვნოდ გააკვირვებს და კოლეგებსაც.

თუ ვალები ან ფინანსური ვალდებულებები გაქვთ, ახლა მათი გასტუმრების დროა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და საკმარისი რაოდენობის წყალი დალიეთ.

მშვილდოსანი

თუ ყველა საქმის დროულად დასრულება გსურთ, დილას ადრე უნდა ადგეთ და მოვალეობების ნაწილი სანდო ადამიანებს მიანდოთ. ამ დღეს წყვილებსა და შეყვარებულებს ურთიერთგაგების მიღწევა გაუჭირდებათ. ეძებეთ საერთო ენა უთანხმოების დასაძლევად — ახლა სიბრძნე და ცოტაოდენი ეშმაკობაც გჭირდებათ.

გარშემომყოფებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ და კონფლიქტების დროს ნეიტრალიტეტი აირჩიეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებსა და ფინანსურ რისკებს.

დილით მოზღვავებული ენერგია საღამოს შესაძლოა გაღიზიანებაში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, სირთულეებს მშვიდად შეხვდეთ.

თხის რქა

ახალი შეხვედრა დიდ სიხარულს და სასიყვარულო განცდებს მოგიტანთ. გირჩევთ, ყველა საქმე გვერდით გადადოთ და ამ მომენტით ისიამოვნოთ. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრებს უსამართლოდ აწყენინოთ. ასე რომ არ მოხდეს, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი მოსაზრების გათვალისწინება უნდა ისწავლოთ.

შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ბიზნესპარტნიორი გახდება. კარგი დროა გარიგებების გასაფორმებლად, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან. ვარსკვლავები გირჩევენ, მკაცრი დიეტებისგან თავი შეიკავოთ.

მერწყული

ამ დღეს თავს ჩვეულებრივზე მეტად ენერგიულად და პოზიტიურად იგრძნობთ. პირად ურთიერთობებში კომპრომისზე წასვლა გიჭირთ, თუმცა ეცადეთ, კონფლიქტი არ გაამწვავოთ. ნებისმიერ საქმეში ყურადღება წვრილმანებს მიაქციეთ - საქმის წარმატება ამაზეა დამოკიდებული. უყურადღებობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.

გადაღლილობის გამო სამსახურში შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას, ამიტომ თუ შანსი გაქვთ, მცირე შვებულება აიღეთ. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლს ისეთ კომპანიაში, სადაც დაძაბულობა იგრძნობა.

თევზები

დღეს შეცდომების გამოსასწორებლად საუკეთესო შანსი გეძლევათ. გირჩევთ, ეს მომენტი გრძნობების გასაახლებლად გამოიყენოთ. სამსახურებრივი პრობლემები თქვენს პირად ჩართულობას მოითხოვს, ამიტომ ოჯახთან ერთად დასვენების სამომავლოდ გადადება მოგიწევთ.

 

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, თორემ შესრულება გაგიჭირდებათ. მეტეოდამოკიდებული ადამიანები შეიძლება დღის მეორე ნახევრამდე სისუსტემ ან სახსრების ტკივილმა შეაწუხოს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ