13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა 13.02.2026 10:43

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს UNESCO-მ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.

1946 წლის 13 თებერვალს გაეროს რადიო ეთერში პირველად გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.

UNESCO-ს განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისა და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

მსოფლიოში პირველად, რადიომაუწყებლობა აშშ-ში, პიტსბურგში, 1921 წლის ნოემბერში, საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს დაიწყო.

 

რადიო "ჯორჯიან თაიმსი" უკვე 6 წელია FM 92.3-ზე მაუწყებლობს.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ