13.02.2026 16:25
ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მცხეთას ეწვია, სადაც ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა.
მცხეთაში ხორვატიის პრეზიდენტს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა უმასპინძლა.
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს დღეს ასრულებს. პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ზორან მილანოვიჩმა პირისპირ შეხვედრები გამართა ქვეყნის პირველ პირებთან: პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ავტორ(ებ)ი :