14.02.2026 23:17
ვერძი
გირჩევთ, მოჭარბებული ენერგია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის მოწესრიგებისა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის გამოიყენოთ. საღამოს ძველი მეგობარი, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, თავს შეგახსენებთ. დღის მეორე ნახევარში მეგობრებთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით.
ეცადეთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი დაიცვათ. მცირე შესვენებები ენერგიისა და კრეატიულობის აღდგენაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ფულთან დაკავშირებული იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას.
ბოლო დღეების გადაღლამ და სტრესმა შესაძლოა თავი იჩინოს, ამიტომ ყველა საქმე სამომავლოდ გადადეთ და დაისვენეთ.
კურო
თქვენს პირად ცხოვრებაში ბედნიერების სულ უფრო მეტი შანსი გაჩნდება, თუმცა ეს შესაძლებლობები თვითმიზნად არ უნდა აქციოთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასიამოვნო სიახლეს ან სასურველ შეხვედრას ელოდეთ. მოერიდეთ პარტნიორის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიებს და ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.
შესაძლოა კოლეგებთან მცირე უთანხმოება მოგივიდეთ, მაგრამ ეცადეთ, ეს ურთიერთბრალდებებში არ გადაიზარდოს. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები. შეცდომებისა და ზარალის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, რომ რადიკალურ ნაბიჯებს მოერიდოთ.
ხანდაზმულ კუროებს შესაძლოა ქრონიკული დაავადებება გაუმწვავდეთ. სიმპტომებს ნუ უგულებელყოფთ და სჯობს ექიმს მიმართოთ.
ტყუპები
შემთხვევითი ნაცნობობა შესაძლოა გატაცებითა და სიყვარულით დაგვირგვინდეს. ახლობლებთან მცირე კონფლიქტები გელით, თუმცა ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და შერიგების შანსი ხელიდან არ გაუშვათ - ვიღაცას კომპრომისზე წასვლა მაინც მოუწევს.
ამ დღეს თავდაუზოგავი შრომა მოგიწევთ, თუმცა იმის გაცნობიერება, რომ ეს თქვენს კეთილდღეობას ემსახურება, ძალას შეგმატებთ. ფულისა და დოკუმენტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ და უმეთვალყურეოდ ნუ დატოვებთ.
კირჩხიბი
დროა, საყვარელ ადამიანს პრობლემებზე გულახდილად დაელაპარაკოთ და გამოსავალი ერთად იპოვოთ. ნათესაურ კავშირებს პირადი მიზნებისთვის ნუ გამოიყენებთ, თუ არ გსურთ, რომ წესიერი ადამიანის სახელი დაკარგოთ. ყველა საქმეში, რომელსაც ამ დღეს დაიწყებთ, წარმატება გელით, თუმცა გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენთვის განწყობის გაფუჭებას შეეცდებიან.
ჯანმრთელობის მხრივ თავს შესანიშნავად გრძნობთ, ენერგიის მოზღვავება კი რთულ საქმეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი დათმობა გმართებთ. გირჩევთ, ამ დღეს მეგობრებთან ზედმეტ კონტაქტს მოერიდოთ - ეს თქვენს მეორე ნახევარს არ მოეწონება, რაც შესაძლოა სკანდალში გადაიზარდოს. აქტიური და შემოქმედებითად დატვირთული დღეა. თუ მოინდომებთ, შეძლებთ თქვენი ნიჭი და უნარები სხვადასხვა დონეზე წარმოაჩინოთ.
ამ დღეს წარმატების ფორმულა გუნდური მუშაობაა. იღბლიანი შანსი აუცილებლად გამოჩნდება, მთავარია, მისი დანახვა შეძლოთ!
თვითმკურნალობა კატეგორიულად აკრძალულია - თუ რაიმე სიმპტომს იგრძნობთ, სპეციალისტს მიმართეთ.
ქალწული
ამ დღეს განვითარებული მოვლენები თქვენს ცხოვრებაში ბევრ ახალ ადამიანს შემოიყვანს, რაც ყოველდღიურობას გაცილებით საინტერესოს გახდის.
დღეს შეიძლება შეეჯახოთ პრობლემას, რომელიც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლით. თქვენს სიბრძნეზე და წინდახედულობაზეა დამოკიდებული, ამ ამოცანას როგორ გადაწყვეტთ. სავარაუდოდ, თანამოაზრეებთან ერთად ახალ პროექტს განიხილავთ, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი შემოსავალი მოგიტანოთ.
თუ საღამოს განმარტოების საშუალება მოგეცათ, გამოიყენეთ - ეს დაგეხმარებათ მშვიდად დაფიქრდეთ პრობლემებზე და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.
სასწორი
ხელმძღვანელ სასწორებს ვურჩევთ, რომ ხელქვეითების მუშაობას თვალი ადევნონ - შესაძლოა, ისინი დაკისრებულ მოვალეობებს ვერ უმკლავდებიან და საერთო საქმე დააზარალონ. კერძო სექტორში დასაქმებულებს შემოსავლის ზრდა ელით. დღეს ბევრი საქმიანი კავშირების გაფართოებას შეძლებს. სხვების განწყობას კარგად გრძნობთ, რაც მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას მოგცემთ.
გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შესაძლოა ფულის მოძიება მოგიწიოთ, თუმცა ახლობლებისგან სესხის აღებას არ გირჩევთ. შესაძლოა მოხდეს რაღაც, რაც თქვენს საქმეებს ან ჯანმრთელობის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.
მორიელი
თქვენს ცხოვრებას არა გარემოებები, არამედ თქვენ თავად ქმნით! იმოქმედეთ ისე, როგორც გული გიკარნახებთ - თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. გამორიცხული არ არის, რომ ახლო ნათესავებმა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენი ოჯახური ურთიერთობები საჯაროდ არ გამოიტანოთ.
შესაძლოა ღრმა შინაგანი ტრანსფორმაცია განიცადოთ, რაც თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ მთლიანად შეცვლის.
აუცილებლობის გარეშე ექიმთან ვიზიტს ნუ დაგეგმავთ - ბევრ ფულს დახარჯავთ და შედეგითაც უკმაყოფილო დარჩებით.
მშვილდოსანი
რომანტიკულ ურთიერთობებში შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს წააწყდეთ, თუმცა თუ მოინდომებთ, ურთიერთობას შეინარჩუნებთ. ასაკოვანი ნათესავისგან, რომლის აზრსაც ენდობით, შესაძლოა ღირებული რჩევა მიიღოთ. მოსალოდნელია საინტერესო პროფესიული შემოთავაზება, რომელიც წარმატებულ თანამშრომლობამდე მიგიყვანთ. ამ დღეს იმ პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რომლებიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ.
სამსახურში ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ, რათა შეცდომები და საყვედურები თავიდან აიცილოთ. ფინანსური კუთხით განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ჯანმრთელობა ხელს შეგიწყობთ, რომ დაგეგმილი საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ, თუმცა ალკოჰოლის მიღებას მაინც უნდა მოერიდოთ.
თხის რქა
ამ დღეს ყველა საოჯახო საქმეს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ - გირჩევთ, მოვალეობები ოჯახის წევრებზე გაანაწილოთ. დროა, ერთმანეთის მოსმენა ისწავლოთ. თუ პარტნიორზე მეტად ბრძენი ხართ, ურთიერთობის მართვა სწორედ თქვენ მოგიწევთ.
სამსახურში სასურველ წარმატებას თქვენი აქტიურობისა და შეუპოვრობის წყალობით მიაღწევთ. შუადღეს მოულოდნელი ცვლილებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ეცადეთ, თქვენი ნამდვილი გრძნობები არ გამოაჩინოთ - ეს გარშემომყოფების მოტივების ამოცნობაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ - მოერიდეთ სარისკო კომერციულ გარიგებებს.
მერწყულ
ამ დღეს შესაძლოა მნიშვნელოვანი შეხვედრა მოხდეს, რომელიც თქვენს ცხოვრებას სრულად ამოატრიალებს. სახლიდან ხშირად გადით და ყურადღების ცენტრში ყოფნა ნუ მოგერიდებათ! ეცადეთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და საკუთარი გარეგნობა და ქცევის წესები შეაფასოთ. ჯანსაღი თვითკრიტიკა დაგეხმარებათ ზედმეტისგან გათავისუფლდეთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.
ფინანსური თვალსაზრისით სიფრთხილე გმართებთ - არსებობს ფულის დაკარგვის ან მოპარვის რისკი.
კვების რეჟიმს და წყლის ბალანსს ნუ დაივიწყებთ. ეს თქვენს განწყობაზე პირდაპირ აისახება. დღის ბოლოს ეცადეთ, ზედმეტ აურზაურს მოერიდოთ და დაისვენოთ.
თევზები
თუ თქვენსა და ახლობელ ადამიანს შორის უთანხმოება იყო, იცოდეთ, რომ ის მალე დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს. ეცადეთ, უსიამოვნებებს მშვიდად შეხვდეთ - ამ დღეს სიტუაციის შეცვლა თქვენს ძალებს აღემატება. ზოგჯერ უმოქმედობა აქტიურობას სჯობს.
ჯანმრთელობამ შესაძლოა მცირე დისკომფორტი შეგიქმნათ, რასაც განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში იგრძნობთ. ეცადეთ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
ავტორ(ებ)ი :