16 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიტევების კვირაა 15.02.2026 21:23

ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ხსნილია რძის ნაწარმით, კვერცხითა და თევზით ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით და იკრძალება ხორცის მიღება.

დიდმარხვის განმავლობაში "დილისა" და "ძილის წინ" ლოცვების შემდეგ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი - შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ეფრემ ასურის ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით.

 ყველიერის კვირის ბოლო დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის ანუ მიტევების დღეს აღნიშნავს. ყველიერის კვირას ქრისტიანები ერთმანეთს სთხოვენ შენდობას, ამიტომ, ამ დღეს შენდობის კვირაც ეწოდება.

 

ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს ცოდვებს შეუნდობენ. 

 

აღდგომის მარხვა იწყება 23 თებერვალს და დასრულდება 12 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ