21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი 20.02.2026 23:06

 

ვერძი

ცოტა დროით რომანტიკა დაივიწყეთ და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაზე იზრუნეთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ ახალი ნაცნობი თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. ახლობლებთან ურთიერთობა ყოველთვის ენერგიას გმატებდათ, დღეს კი ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება. გაუზიარეთ მათ თქვენი იდეები და ეს გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

უცნობი ადამიანისგან საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ - ენდეთ ინტუიციას, ის არ დაგაღალატებთ! ფიზიკურად და გონებრივად დატვირთული დღეა, საზრუნავი საღამომდე არ მოგასვენებთ, ამიტომ ახლა დასვენება გჭირდებათ.

კურო

რომანტიკული თავგადასავალი, რომელიც მალე დაიწყება, ხანმოკლე იქნება, მაგრამ სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ. მოემზადეთ, ამ დღეს მეუღლე ან საყვარელი ადამიანი რაღაც მნიშვნელოვანს გეტყვით. შესაძლოა ოჯახში მცირე დაძაბულობა ან კონფლიქტი წარმოიშვას, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და კომპრომისი ეძებეთ.

სამსახურში ამბიციები მოთოკეთ - გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენთვის ხელის შეშლა სცადოს, თუმცა წარმატებას მაინც მიაღწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი თუ ახალი გეგმების განხორციელებას შეუდგეთ.

ტყუპები

დღეს საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგახარებთ. მარტოხელა ტყუპები აღმოაჩენენ, რომ სამსახურში თუ საახლობლო წრეში მათი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა. ოჯახში ჰარმონიული გარემო გელით. დროა, თქვენი შრომის შედეგები შეაჯამოთ და წარსული შეცდომები გააანალიზოთ, რათა მომავალში აღარ გაიმეოროთ.

მომავალ კვირას მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ხარჯები, ამიტომ ახლა ეცადეთ, რომ ეკონომია გააკეთოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფიზიკური აქტივობა შეცვალოთ - მაგალითად, თუ დარბოდით, ახლა ცურვა სცადეთ.

კირჩხიბი

თუ მარტო დარჩით, ნუ მოიწყენთ, ნურც დაწყვილებული მეგობრების შეგშურდებათ - კიდევ საკითხავია ვის უფრო გაუმართლა მათ თუ თქვენ. სხვების ცხოვრებაში ნუ ჩაერევით - ზედმეტი რჩევებით შესაძლოა მტრები გაიჩინოთ. კარგი დღეა პირადი შეხვედრებისთვის, თუმცა ურთიერთობებში ზედმეტი კონსერვატიზმი ხელს შეგიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ, ოჯახის წევრებისა და კოლეგების მიმართ პრეტენზიები შეამციროთ, უფრო დამთმობი გახდეთ და წყენა გულში არ ჩაიდოთ.

ფულთან ფრთხილად იყავით, არსებობს დაკარგვის ან ქურდობის რისკი. ასევე, მოერიდეთ სწრაფ კვებას, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა არ დაიზიანოთ.

ლომი

რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა. ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისა და რომანტიკისთვის, თუმცა გონიერება გამოიჩინეთ და გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. კამათმა და ურთიერთბრალდებებმა შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოს, ამიტომ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ.

სამსახურში თქვენს მიღწევებს დააფასებენ და შესაძლოა დაწინაურებაც შემოგთავაზონ. მოერიდეთ საეჭვო ავანტიურებს - სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, რისკები აწონ-დაწონეთ. დილის საათებში გაჩენილი იდეა დიდ სარგებელს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციოთ მენიუს, რომ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი არ დაგჭირდეთ.

ქალწული

პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - გზაგასაყარზე დგახართ და ყველაფერი თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ახლა გულახდილი საუბრებისთვის შეუფერებელი დროა, რადგან შესაძლოა, თქვენი ნათქვამი თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. ფრთხილად იყავით - ვიღაც ეცდება, რომ თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის უთანხმოება გააჩინოს. თუ ცხოვრებაში ცვლილებები გსურთ, დღესვე უნდა იმოქმედოთ!

შესაძლოა, ხელსაყრელი საკრედიტო შეთავაზება მიიღოთ, რომელზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ. ყური დაუგდეთ ორგანიზმიდან მომავალ სიგნალებს - შესაძლოა კვების რაციონის ან დღის რეჟიმის შეცვლა დაგჭირდეთ.

სასწორი

ნუ ეცდებით მოეწონოთ მას, ვინც თქვენს არსებობასაც ვერ ამჩნევს - სავარაუდოდ, ის თქვენი შესაფერისი არ არის. ფრთხილად იყავით - ვარსკვლავები ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტისკენ გიბიძგებენ. ამჟამად თქვენი ენერგია გაორმაგებულია, ამიტომ ეს მომენტი მნიშვნელოვანი პროექტების დასასრულებლად გამოიყენეთ.

მეწარმეებს შანსი აქვთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესონ, თუმცა გარკვეული მარაგის შექმნა მაინც საჭიროა.

გადაღლილობის გამო შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ პასიურ დასვენებას მეტი დრო დაუთმეთ.

მორიელი

საუკეთესო დროა მეორე ნახევრის მიმართ სიყვარულის გამოსახატავად - ეს გაგრილებულ გრძნობებს ისევ გააცოცხლებს. ნუ იდარდებთ, თუ თქვენს ზურგს უკან ჭორაობენ, ეს მხოლოდ თქვენი წარმატებით გამოწვეული შურია. ფრთხილად იყავით - სატელეფონო თაღლითებმა შეიძლება თქვენი ფულის დაუფლება სცადონ, ამიტომ სჯობს უცნობ ნომერს არ უპასუხოთ.

თუ წონაში დაკლებას აპირებდით, ამისთვის იდეალური დროა - შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ ან განტვირთვის დღე მოაწყოთ. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და ალკოჰოლურ სასმელთან - ინტოქსიკაცია გამორიცხული არ არის.

მშვილდოსანი

ნუ ეცდებით კონფლიქტის მოგვარებას, სანამ გაღიზიანებული ხართ. შესაძლოა საზოგადოებასთან დაპირისპირება გამწვავდეს, მაგრამ თქვენი წინდახედულობა ხაფანგებს აგარიდებთ. ენდეთ ინტუიციას, თუმცა ნაკლები იაქტიურეთ - დღეს სრული დატვირთვით მუშაობისთვის არახელსაყრელი დროა. საქმე, რომლითაც დაკავებული ხართ, კმაყოფილებას აღარ განიჭებთ? მაშინ დროა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ.

თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებმაც შეიძლება თავიანთი მავნე ჩვევებით თქვენზე გავლენა მოახდინონ.

თხის რქა

დღეს იმ ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ, ვისზეც ბოლო დროს ბევრ ფიქრობდით. ყველაფრის ერთდროულად კეთებას არ შეეცადოთ, თორემ ყველა საქმეს დააზარალებთ. შესაფერისი დროა მეგობარ ქალებთან ან ნათესავებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად. თქვენს ნიჭს, ბოლოს და ბოლოს, შეამჩნევენ, რაც თვითშეფასებას აგიმაღლებთ, თუმცა მთავარი მიღწევები ჯერ კიდევ წინ გაქვთ. შესაძლოა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და ძველი ვალი დააბრუნოთ.

ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდით - ნამდვილად გჭირდებათ მისი ყიდვა თუ არა? მოერიდეთ მძიმე და ცხიმიან საკვებს და ეცადეთ მენიუ გაამრავალფეროვნოთ.

მერწყული

მთვარის შუქზე სეირნობა რომანტიკულ განწყობას შეგიქმნით და მეორე ნახევართან დაგაახლოებთ. ეცადეთ საკუთარი თავი კრიტიკულად შეაფასოთ და შეცდომა აღიაროთ. მოერიდეთ ფულის საეჭვო საქმეებში და უცნობ პროექტებში ჩადებას, თორემ შეიძლება დაკარგოთ. იყავით დამთმობი და დიდსულოვანი და საქმის გარჩევებს მოერიდეთ. ამ დღეს წარმატებით გაუმკლავდებით პრობლემას, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ. ხ

ელსაყრელი დროა მომგებიანი გარიგებებისთვის. მოერიდეთ გაუმართლებელ რისკებსა და ცდუნებებს - ეს სულიერი განწმენდისა და სიმშვიდის პერიოდია. მენიუდან სრულად გამორიცხეთ ცომეული, რომელიც კალორიების დაგროვებას ხელს უწყობს.

თევზები

მოულოდნელი შეხვედრა საინტერესო ადამიანთან შესაძლოა რაღაც უფრო დიდში გადაიზარდოს, ვიდრე უბრალოდ მეგობრული საუბარია. დროა „ოჯახურ ბუდეში" ინტერიერის შეცვლაზე იფიქროთ. მოერიდეთ კამათს - სჯობს უფროსობას თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა დაანახვოთ, რაც პრემიით დაფასდება.

ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ დღის მეორე ნახევარში კონტაქტები შეზღუდოთ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას. სავარაუდოდ, მენიუ უნდა შეცვალოთ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ