25.02.2026 13:25
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ მორიგ სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა ანტიკოაგულაციურ თერაპიაში არსებული თანამედროვე მიღწევები და ახალი თაობის სამკურნალო საშუალებების როლი იყო თრომბოემბოლიური მდგომარეობების მართვის ტრანსფორმაციაში.
ანტიკოაგულაციური თერაპიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი თრომბოზული რისკის მქონე პაციენტებში, რადგან იგი ეფექტურად ამცირებს თრომბოემბოლიური გართულებებისა და სიცოცხლისთვის საშიში იშემიური ინსულტის განვითარების ალბათობას. თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში ანტიკოაგულანტების გამოყენება წარმოადგენს თრომბოზის პრევენციისა და მართვის ერთ-ერთ ფუნდამენტურ სტრატეგიას.
ანტიკოაგულანტების ძირითადი მიზანია სისხლის შედედების პროცესის ინჰიბირება, რაც ხელს უშლის როგორც ახალი თრომბების ფორმირებას, ასევე უკვე არსებული თრომბების ზრდასა და მათი ფრაგმენტების სისხლის მიმოქცევის სისტემაში მიგრაციას (ემბოლიზაციას). აღნიშნული მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც არტერიული, ისე ვენური თრომბოემბოლიური მოვლენების პრევენციისთვის.
სამეცნიერო შეხვედრაზე მოხსენებები წარადგინეს რითმოლოგმა და კარდიოლოგმა, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელმა - ნიკა ქურიძემ და რუსუდან აგლაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა, ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოპულმონური დეპარტამენტის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა.
კონფერენციაზე წამყვანმა სპეციალისტებმა საერთაშორისო კლინიკური კვლევების უახლესი მონაცემები შეაჯამეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების იმპლემენტაციას ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში, რაც თრომბოემბოლიური მდგომარეობების მართვის თანამედროვე სტანდარტს წარმოადგენს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას არითმოლოგმა და კარდიოლოგმა ნიკა ქურიძემ აღნიშნა, რომ წინაგულთა ფიბრილაცია მხოლოდ რითმის დარღვევა არ არის, არამედ მრავალსისტემური გართულებების მაღალი რისკის მატარებელი მდგომარეობაა:
„შეხვედრა შეეხებოდა წინაგულთა ფიბრილაციას, რომელიც არის აქტუალური გამოწვევა დღევანდელ კარდიოლოგიაში, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონზე მეტ პაციენტს აქვს დიაგნოსტირებული წინაგულთა ფიბრილაცია. ეს არის დიაგნოზი, რომელიც იწვევს სხვადასხვა გართულებებს, როგორიცაა: გულის უკმარისობა, სხვადასხვა კარდიოვასკულური დაავადებები, იშემიური ინსულტი, ამის გამო ხდება ხშირი ჰოსპიტალიზაცია, დეპრესიები და ცხოვრების ხარისხის დაქვეითება.“ - ნიკა ქურიძე.
სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თრომბოემბოლიური გართულებების პრევენციაზე, რადგან წინაგულთა ფიბრილაცია მნიშვნელოვნად ზრდის იშემიური ინსულტის განვითარების რისკს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია რისკის დროული შეფასება და ეფექტური ანტიკოაგულაციური თერაპიის დანიშვნა საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად.
საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, რუსუდან აგლაძემ, კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის სამეცნიერო შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცოდნის განახლებაში, ასევე მის დანერგვას პრაქტიკულ საქმიანობაში:
„GM PHARMA-ს მიერ აღნიშნული კონფერენციის ორგანიზების ძირითადი მიზანი გახლდათ ინფორმაციის უფრო ფართო გავრცელება როგორც კარდიოლოგებში, ისე ოჯახის ექიმებში ცნობადობის ამაღლება და მაღალი რისკის პაციენტებისთვის უკეთესი სამკურნალო ნაბიჯების იმპლემენტაცია კლინიკურ პრაქტიკაში.“
GM PHARMA აქტიურად არის ჩართული ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების მხარდაჭერის პროცესში, სამეცნიერო შეხვედრას 100-ზე მეტი მოწვეული კარდიოლოგი ესწრებოდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა პროფესიულ დისკუსიებსა და კითხვა-პასუხის სესიებს, რაც მონაწილეებს პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევდა.
GM PHARMA აგრძელებს ხარისხზე, უსაფრთხოებასა და საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ საქმიანობას, რაც კომპანიის გრძელვადიანი განვითარების და ბაზრების გაფართოების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ამჯერად კომპანიის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ბიზნეს საქმიანობის გაფართოება ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპნია GM PHARMA-ს საწარმო თბილისში წამყვანი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელსაც გააჩნია მედიკამენტების მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრული ტექნოლოგიური ციკლი. სრული ტექნოლოგიური ციკლის ქვეშ იგულისხმება პროცესი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე: დისპენსირება, შერევა, გრანულირება, ტაბლეტირება, კაფსულირება, შემოგარსვა, შეფუთვა და ხარისხის კონტროლი. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA-ს მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები (ბად) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (მაგ.: გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას – საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.
დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.
(R)
ავტორ(ებ)ი :