28.02.2026 21:57
კოჯრის, წყნეთისა და წავკისის დასახლებაში, შესაბამისი სამსახურები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გზები ტექნიკური მარილით მუშავდება. იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი მონაკვეთები.მობილიზებულია სპეცტექნიკა. თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს უხვი ნალექის გამო, ავტომანქანით, მხოლოდ ზამთრის საბურავებით იმოძრაონ.
ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა კახეთშიც. თოვლმა ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარებდა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე იწმინდება გზები. ბოლო მონაცემებით, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი თავისუფლად მოძრაობს.
ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის- გუდაური-კობის მონაკვეთზე, რის გამოც დროებით აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზებზე სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. საავტომობილო გზების გაწმენდა ღამის განმავლობაშიც გაგრძელდება. მეტეოროლოგები ნალექს ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ხვალაც ელოდებიან.
ავტორ(ებ)ი :